მინეროლოგი გვირჩევს, დღეს, რომელ საათზე უნდა ავიღოთ წყალი, რომ მას ძალა ჰქონდეს
1768762897
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია 152 ადამიანი. ინციდენტი ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მადრიდისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.