ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
თბილისში ისევ გადაუღებლად თოვს. დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუნიციპალიტეტის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია სპეცტექნიკა. ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. სამუშაოებში ჩართულია "თბილსერვის ჯგუფის" 200-ზე მეტი თანამშრომელი. დედაქალაქის ათივე რაიონში გზებზე არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს გამგეობების წარმომადგენლები უწევენ.
"დღეს დილიდან უკვე 230 ჩვენი თანამშრომელი, ცოცხალი ძალა არის ჩართული, 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა. 10-ვე რაიონში ვართ გაშლილები 40 საათის განმავლობაში უწყვეტად, არცერთი წუთი არ გაჩერებულა ჩვენი ტექნიკა. მობილიზაცია გაგრძელდება ხვალ დილის 10:00-11:00 საათამდე, როგორც არის გამოცხადებული ინტენსიური ნალექი. არსად ისეთი პრობლემა არ არის, სადაც შეიძლება გზა იყოს ჩაკეტილი და გამავლობა სრულად იყოს შეზღუდული. რა თქმა უნდა, შეფერხებები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ისეთ რელიეფებზე, სადაც უხვი ნალექის გამო დაბალი სიჩქარეა ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრავ მოქალაქეებს უჭირთ, თუმცა ტრანსპორტს ძირითად ნაწილში, ყველა მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, შეფერხების გარეშე," - განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ.