როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1768825059
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს.
ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, კაია კალასიც და ყველა ევრობიუროკრატიც ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოც არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი.
"ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები მიიღება სოლიდარული პრინციპით და ცხადია, სადაც არის დემოკრატია, იქ ყველა პრობლემა დიალოგით, პოლიტიკური კომპრომისით გვარდება. თუმცა, ამოცანა არის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იბრძვის ევროპული უსაფრთხოებისთვის, პროპაგანდით გააშავონ. ეს არის მათი მიზანი - დემონიზაცია. რა თქმა უნდა, კაია კალასიც და ყველა ევრობიუროკრატიც ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოც არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.