ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც კაიმანის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ჩილეს სანაპიროსთან 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ბიძგები, ორშაბათს, 24 მარტს დილის 4:35 საათზე დაფიქსირდა. 

არსებული მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან-ხუანიდან (არგენტინის პროვინცია) 329 კილომეტრში იყო, რომლის მოსახლეობაც 447 ათასი ადამიანია.

დაშავებულების, დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

ავტორი: სოფა აბაშიძე