VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ავტოსაგზაო შემთხვევიდან 2 თვის შემდეგ, 38 წლის მედდა გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
„თამუ, ჩემო ლამაზო და თბილო გოგო, რატომ ღმერთო, შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს. უფალს ებარებოდე, ჩემო ლამაზო“, - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
ქალს ავტომობილი 2 თვის წინ, მაშინ დაეჯახა, როცა დილას სამსახურში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველ მაისში მისი საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა.
ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი მძიმე მდგომარეობაში ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.