„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
55 წლის ჩინელი ბლოგერი პირდაპირ ეთერის დროს დაიღუპა. ბლოგერი სოციალური მედიისთვის ვიდეოს იღებდა, როდესაც მან ორ როტორიან საფრენ აპარატზე კონტროლი დაკარგა და ცენტრალურ ჩინეთში, ძიანგეს ოლქში ჩამოვარდა. ინფორმაციას new york post-ი ავრცელებს.
ბლოგერის ვერტმფრენი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ხმელეთზე დაცემის შემდეგ აფეთქდა. შემთვევის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმა Douyin-ზე ხდებოდა. ბლოგერს პლატფორმაზე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ბლოგერის პირდაპირ ეთერს შემთხვევის დროს ასეულობით ადამიანი უყურებდა.
მედიის ინფორმაციით, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის დროს ბლოგერს არს სპეციალური აღჭურვილობა ეცვა და არც ჩაფხუტი ეკეთა. ასევე, მედიაში განმარტებულია, რომ საფრენი აპარატის ჩამოვარდნას გარემოსთვის ზიანი არ მიუყენებია.