ბათუმში სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა - არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი

ავარიაა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შეეჯახა, სასწრაფოს მანქანა კი ამობრუნდა.

როგორც ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია სამი პირი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.