1741758386
ბათუმში, კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.