აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა.
შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი.
ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778