„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები - გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და პარტიის წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე წიგნის — „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაცია წარადგინა წიგნის ავტორმა - საპარლამენტო პოლიტიკურო ჯგუფი ,,ხალხის ძალის” აპარატის თანამშრომელმა, სამართლის დოქტორმა ამირან ზენაიშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ამ საკითხებზე მუშაობის პროცესზე, წიგნის სტრუქტურასა და იმ ძირითად ნორმებზე, რომლის განხილვაც მის მიერ მოხდა.
მისი განმარტებით, აღნიშნული წიგნი კომენტარების სახით, გაამარტივებს სამართლებრივი ნორმების უკეთ გააზრებას და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
დიმიტრი ხუნდაძისა და ზურაბ ქადაგიძის ჩართულობით ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა.
შეხვედრის დამსწრე სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები როგორც დეპუტატების, ასევე წიგნის ავტორის მიმართ. დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დემოკრატიული მმართველობის პროცესში
ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა კარგი გამოცდილება აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, რადგან მათ საკითხის ირგვლივ ერთდროულად მოისმინეს როგორც პოლიტიკოსების ხედვები, ისე სამართლებრივი ნაშრომის დეტალური პრეზენტაცია, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.