„ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა“ - რას წერს რუსული მედია ავოავარიაზე

avtorbus

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, 30 აგვისტოს „კავკაზის“ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც თბილისი-მოსკოვის რეისზე მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

TASS-ის ცნობით, ავტობუსში მყოფი მგზავრების თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე იყო.

შემთხვევა 30 აგვისტოს ღამით, რუსეთის სტავროპოლის მხარეში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 40 მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ფაქტზე რუსეთის სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ასევე 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით - საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევით, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

„გამოძიება სტავროპოლის მხარის პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა“, - წერს TASS სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით.

ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის დეტალებს სამართალდამცველები იძიებენ.