ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
თურქეთში, უზუნკუმის რაიონში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 5 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტომობილები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.
შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.
ექიმებმა დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.