ავარია ზუგდიდში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

policiis lenta

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, გამსახურდიას ქუჩაზე, ზებრაზე გადასვლისას ქვეითად მოსიარულე შუა ხნის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, დაშავებული ქალი კონტაქტური იყო და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ევექსის კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება, დროებით, შეზღუდული იყო.