1775159088
ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











