ავარია შიდა ქართლში - დაშავებულია 2 ადამიანი

ლენტა

შიდა ქართლში,  დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.