ავარია შაშვებთან - მანქანა რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

ლენტი

შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

„მოზაიკას“ ინფორმაციით გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.