3 000 ევრო ღირებულების ჰიგიენური საშუალებების მოპარვის მცდელობის ბრალდებით ნეაპოლში 29 წლის ქართველი დააკავეს

იტალია

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, 29 წლის ქართველი კაცი 3 000 ევრო ღირებულების ჰიგიენური საშუალებების მოპარვის მცდელობისას დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, ახალგაზრდა კაცი 3 000 ევროს ღირებულების ელექტრო კბილის ჯაგრისების, კბილის პასტების, კრემებისა და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების მაღაზიიდან გატანას, სალაროს გვერდის ავლით ცდილობდა.

ამ დროს ის ჰიპერმარკეტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს.

ზურგჩანთის ამოღების შემდეგ, მოპარული საქონელი ჰიპერმარკეტს დაუბრუნდა.