ავარია ნუცუბიძის ქუჩაზე - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ავარია

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 2 და სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი 2