პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ჯგუფები. ავარიის გამო, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
„სათხოვარი მაქვს ქალაქთან...“ - გიორგი გილიგაშვილი მიმართვას ავრცელებს