1732386875
Exclusive: რას საქმიანობს სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავი ქათამაძე და რას ამბობს ვიდეოზე, რომელიც ფარულად გადაუღეს
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავი ვასო ბახტაძე, იგივე რეზო ქათამაძე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.
როგორც ჩანს, მსახიობს ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ ფარულად გადაუღო.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ვასო ბახტაძე და გავრცელებულ ვიდეოზე მისი აზრიც მოისმინა.
- რას საქმიანობს ახლა სერიალ „ცხელი ძაღლის“ გამორჩეული პერსონაჟი ქათამაძე?
- ალბათ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ვმუშაობ მაღაზიაში ჩემს მეგობართან ერთად. მსახიობობასთან ერთად, უკვე წლებია, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, ვშრომობთ რა...
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ფილმის გადაღება დავამთავრეთ.
მყავს მეუღლე და 8 წლის შვილი, მაქსიმილიანე ბახტაძე. 50 წლის ვარ, ასე იძახიან დაბერდაო, მაგრამ, რა ვიცი... ფილმის გულისთვის თმა მქონდა მოშვებული, ჭაღარა თუ შემეპარა, მე მაპატიეთ, ვერ შევიღებავ, თუ ფილმს არ დასჭირდა.
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ნახეთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეო ნებართვის გარეშე გადაგიღეს?
- ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ავტობუსით ვმგზავრობ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გასაბრაზებელი თავისთავად არის, როცა ადამიანი მაშინ გიღებს, როდესაც სურვილი არ გაქვს. ერთი, რაც გაჟღერდა ამ ვიდეოდან, არის ის, რომ თურმე, ხალხს პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. შეიძლება ვიღაც ბავშვმაც გადაიღო ეს ვიდეო, ან ზრდასრულმაც, მაგრამ ასე მგონია, რომ ეს წესი არ არის.
ძალიან დაფასებული ვარ, გინდათ გითხრათ სიმართლე? დღეში ვიღებ 3-4 ფოტოს მოქალაქეებთან, მოდიან და მთხოვენ ფოტოს გადაღებას მათთან ერთად. არავის არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა, უფრო მეტად ახალგაზრდები მოდიან.
იცით რატომ მოჰყვა ამ ვიდეოს ამხელა გამოხმაურება? - მსახიობი როგორ შეიძლება ავტობუსში იჯდესო... რატომ არ შეიძლება?..
ასევე დაგაინტერესებთ:
,,ისე შემეცოდა ჩემი თავი, რომ ერთხელ ვიტირე...“ - გურამ შეროზია ცხოვრების რთულ პერიოდზე წერს