ავარია მარნეული-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები

avaria

მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ კუმისთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.