ავარია ხობში - დაშავებულია 5 ადამიანი

ავარია ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც.

თვითმხილველის ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.   

ასევე ნახეთ: 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

პირველი კადრები ავარიის ადგილიდან - არიან დაშავებულები

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს