1747757404
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მათ არ ესმით ერთმანეთის იუმორი, ხშირია ინტერესთა და ფასეულობათა კონფლიქტი, რასაც მოსდევს ურთიერთობის გაწყვეტა, მეტოქეობა და ერთმანეთის ათვალწუნება.
და თუ ასეთი ადამიანები მაინც გადაწყვეტენ დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ ან რომანტიკული ურთიერთობა იქონიონ, ამგვარი ურთიერთობის შედეგი აუცილებლად იქნება წყენინება, ერთმანეთის დაჩაგვრა და განხიბვლა.
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს განსაკუთრებით უნდა მოერიდონ:
ვერძი – ერიდეთ თევზებს
ვერძისთვის თევზები ყოველთვის სახიფათო ნიშანია. ეს ორი ნიშანი ვერასდროს უგებს ერთმანეთს. ურთიერთობაში მგრძნობიარე თევზები მეტისმეტად მომთხოვნები იქნებიან ვერძისადმი, ის კი, რადგან ვერ მიხვდება, რა დააშავა, კიდევ უფრო უხეში, ნერვიული და ფიცხი იქნება.
კურო – ერიდეთ ტყუპებს
კურო პრაქტიკული და ანგარიშიანია, სჭირდება სტაბილურობა, წესრიგი და სიცხადე. ტყუპები კი მეტისმეტად სპონტანურები და უპროგნოზოები არიან. თავიანთი გამოხტომებითა და ცვალებადობით ისინი წონასწორობას დაგაკარგვინებენ. თუ გინდათ, ნერვებს გაუფრთხილდეთ, ტყუპებთან საქმეს ნუ დაიჭერთ!
ტყუპი – ერიდეთ ქალწულს
ქალწულისთვის უმნიშვნელოვანესია წესრიგი და სიცხადე და თქვენგანაც ამავეს მოითხოვს. თუ ქალწულთან ურთიერთობას აპირებთ, მზად იყავით ლიბერალიზმთან და თავისუფლებასთან დასამშვიდობებლად, რადგანაც ამ ნიშნის წარმომადგენლები არავითარ შემთხვევაში არ დაგითმობენ.
კირჩხიბი – ერიდეთ თხის რქას
თქვენ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ, ამიტომ ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა თხის რქასთან, რომელსაც საკუთარი გრძნობის გამოხატვა არ სჩვევიათ. უფრო მეტიც, ისინი გმობენ ნებისმიერ სიახლოვეს და ვინმეზე ემოციურად დამოკიდებულ ადამიანებს ათვალწუნებით უყურებენ.
ლომი – ერიდეთ სასწორს
ხმაურიანი და მეგობრული ადამიანი ხართ, იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან და ისიც გესმით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თავმდაბლობა ნამდვილად არ არის თქვენი ხასიათის ნიშანი. სასწორი კი ადამიანებში ყველაზე მეტად ტაქტს, თავდაჭერილობასა და მანერებს აფასებს. ისინი დაგმობენ თქვენს საქციელს, ამიტომაც კრიტიკა და უსიამოვნებები გარდაუვალია.
ქალწული – ერიდეთ მშვილდოსანს
ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობდეს და ხვალინდელ დღეს რწმენით აღსავსე უყურებდეს. თქვენ წესებს და საკუთარ რიტუალებს იცავთ, ხელმძღვანელობთ ლოგიკით, ამიტომაც მშვილდოსანი თქვენი სრული ანტაგონისტია. მუდმივად თავგადასავლის მაძიებელ მშვილდოსანს შეუძლია დაგირღვიოთ ჩვეული წესები და ქაოსი შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში… ალბათ თავადაც გრძნობთ, რომ ამ ადამიანების გვერდით დისკომფორტს განიცდით... სრულად