ავარია კახეთში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

პოლიციის ლენტი

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი.

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და 69 წლის ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა იგეგმება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

✕