ავარია გორში - არის მსხვერპლი

ლენტი

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.