ავარია ახალქალაქში - მძიმედ დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს

შსს

ახალქალაქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები თავდაპირველად ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მდგომარეობის სიმძიმის გამო, 4 მათგანის თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.