ატენში, ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა

ამერიკის პოლიცია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ჩხუბის დროს კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის სუფრასთან დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა.

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოცემა „მოზაიკას“ ცნობით, საქმეში მკვლელობის იარაღი არ ფიგურირებს და განიხილება ვერსია, რომ მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩაინიშნა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.