„არაფერი არ დამწვარა და არც არავინ დაშავებულა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკო ფანგანი

eko-fangani

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში “საშობაო მეჯლისის” გადაღებისას ხანძარი გაჩნდა, მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმაურება.

მისი განმარტებით, დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ხანძარი კი დენის წყაროს გაუჩნდა.

“ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ: დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ყველაფერი არის ისევ ისე უვნებლად, როგორც იყო. დაიწვა მხოლოდ იმედის კუთვნილი დენის წყარო (გენერატორი).

არც არავინ დაშავებულა და არც არავის ემუქრებოდა რამე.

ასევე, არაფერი ემუქრება და ემუქრებოდა თავად სასახლეს. ჩვენ, ვინც ვიმყოფებით გადაღებაზე, არ ვართ სასახლეში, გადაღებები არის ბაღში.

პ.ს. საბოლოოდ ულამაზეს სანახაობას იხილავთ.

მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ეკო ფანგანი ფეისბუქზე.