1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს.
პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.
"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს," - წერს ზურაბიშვილი.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. მიწიქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა.