დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა ომში, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება“, - ამის შესახებ განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით საზოგადოება სწორ მხარეს უნდა დადგეს
„220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამოუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი, ომში რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის – რუსეთის წინააღმდეგ! გაიაზრეთ რა ხდება უკრაინაში როდესაც მათი გამობათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია! ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს! ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა – ქვეყნის ღალატია! იმედია ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს – დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე… არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!“, - წერს ელისაბედ ბადაშვილი.