„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების სავარაუდო ფაქტზე პოლიციამ 60 წლამდე მამაკაცი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 11 წლის ბიჭზე იძალადა. "პრაიმტაიმისთვის" მომხდარზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი - ფაქტი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ხუთი თვის წინ მოხდა, ბიჭს მომხდარზე საუბარი უჭირდა და დედას ოთხი დღის წინ საიდუმლო მას შემდეგ გაუმხილა, რაც ტკივილებმა შეაწუხა.
მშობელმა შვილთან საუბრის შემდეგ პოლიციას მიმართა. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მარტივად მოხდა, რადგან ის ოჯახის ნაცნობი, თანასოფლელია, რომელიც ასევე დაოჯახებულია.
"ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს, რომელთანაც მან მომხდარი გაიხსენა. თავად ბავშვის დედამ თქვა, აღწერა ყველაფერი, რა როგორ მოხდა, და ბიჭს დამუქრებია კიდეც, არავის არაფერი უთხრა, ახლობლები ვართო." - ამბობს მეზობელი.
"გუშინ წინ დაიჭირეს, ვიცნობდით, მეტს არაფერს არ გეტყვით, ფაქტი ადრე მოხდა," - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი "კურიერთან" საუბრისას.
დაკავებულის ახლობლები ტელევიზიასთან კომენტარს არ აკეთებენ.