ჟერალდ დარმანინი

მსოფლიო • 1792684666

„გარკვეული ვადით სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი ხმის მიცემისა და დემონსტრაციებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, ასევე სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა“ - საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა პროკურატურასა და გენერალურ პროკურორებს მითითება გაუგზავნა, სადაც აქციებზე ვანდალიზმში, ძარცვასა და ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ მართლმსაჯულებისაგან „უკიდურესი სიმკაცრის“ გამოვლენას ითხოვს

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა პროკურატურასა და გენერალურ პროკურორებს მითითება გაუგზავნა, სადაც გასული უქმეების აქციებზე ვანდალიზმში, ძარცვასა და ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ მართლმსაჯულებისაგან „უკიდურესი სიმკაცრის“ გამოვლენას ითხოვს.კერძოდ, დარმანენი პროკურატურას ავალებს ბრალდებულებისთვის მოითხოვონ სამოქალაქო უფლებების დროებითი ჩამორთმევისა და სოციალური ქსელებიდან დაბლოკვის დამატებითი სასჯელები.პროკურორებისა და გენერალური პროკურორებისთვის დღეს გაგზავნილ ინსტრუქციაში იგი აცხადებს, რომ მათ სთხოვა: „რამდენადაც საჭირო იქნება, გამოვიყენოთ დემონსტრაციების აკრძალვის დამატებითი სასჯელები“, „უმეტეს შემთხვევაში მოითხოვონ გარკვეული ვადით სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა“, ასევე „სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვის სასჯელი“.

ფრიდრიხ მერცი

მსოფლიო • 1792666096

ფრიდრიხ მერცი: ევროპაში საპროტესტო აქციებისას ძალადობა არასდროს უნდა იყოს გამოსავალი

ევროპაში საპროტესტო აქციების დროს ძალადობა არასდროს უნდა იყოს გამოსავალი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.მისი თქმით, საპროტესტო აქციები არის მკაფიო გზავნილი, რომ გაფართოების პროცესი უნდა გაგრძელდეს.„ჩვენ ყველანი ვხედავთ საპროტესტო აქციებს, როგორც რეგიონის გარშემო, ისე მთელ რეგიონსა და ჩვენს ქვეყნებში. ეს საპროტესტო აქციები მკაფიო გზავნილს გვაძლევს: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი და უზრუნველვყოთ, რომ ამით სარგებელი ჩვენმა მოქალაქეებმაც მიიღონ. ნება მომეცით, ორ საკითხზე სრულიად გულწრფელად ვისაუბრო. პირველი: როდესაც ევროკავშირში ან აქ, რეგიონში, საპროტესტო აქციებს ვაწყდებით, ძალადობა არც ერთი მხარისთვის არასდროს უნდა იყოს გამოსავალი. მეორე: ამ ყველაფრის განხორციელება განსაკუთრებით რთულია, თუ წარსული მთლიანად გვბოჭავს. განხეთქილების გამომწვევი რიტორიკა და მზარდი პოლარიზაცია ვერ მიგვიყვანს უფრო უსაფრთხო, თავისუფალ და უფრო აყვავებულ ევროპამდე. ისტორია კი კეთილგანწყობით არ შეაფასებს მათ, ვინც ამ რთულ პერიოდში საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1792587180

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმსა

როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს.„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია. - “ნაცმოძი” იყო ორგანიზებული, დანაშაულებრივი, ფაშისტური რეჟიმი, რომლის მთავარი იდეოლოგიაც ძალადობაზე, შიშსა და ხალხის ჩაგვრაზე იდგა.დღეს ზოგიერთი ცდილობს ისტორიის გადაწერას, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, ნაცმოძრაობის აკრძალვასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას წლების განმავლობაში ითხოვდა თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი. დღეს კი, როდესაც ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ზოგიერთმა საკუთარი სიტყვები დაივიწყა.შეგახსენებთ რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმსა და მის კოლექტიურ გაგრძელებებს!“, - წერს სადღობელაშვილი.

სკოლა

სამართალი • 1792583607

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი - რა არის ცნობილი №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ძალადობას გულისხმობს. 

ჯჯ

მსოფლიო • 1792557492

საფრანგეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, ვითარება კვლავ დაძაბულია - მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მარსელში პირველად ამოქმედდა კომენდანტის საათი, ხოლო პარიზმა შეზღუდვების ქვეშ უკვე მეორე ღამე გაატარა.ცნობილი ხდება, რომ შაბათისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე პოლიციას ახლა უკვე ჯარისკაცებიც დაეხმარებიან. პარალელურად, ოფიციალურმა პირებმა გასული უქმეების არეულობისა და ძარცვის დროს დაშვებული შეცდომები ღიად აღიარეს.შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა. პარლამენტი არეულობის მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას ქმნის, სამართალდამცველებმა კი ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის 200 გამომძიებელი დანიშნეს.

ვოლსკი

პოლიტიკა • 1792557283

,,აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით" - გია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე

ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად დაგმო და თქვა, რომ მომიტინგეების ქმედებები სცილდება დემოკრატიულ ჩარჩოებს.სწორედ მსგავს ფრაზებს ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან 7 წლის განმავლობაში უშედეგოდ. "ამ ქმედებით აშკარად გამოიკვეთა მათი პოლიტიკური მიზანი" - ამბობენ უმრავლესობაში."ქვეყანა ვალდებულია, კანონით დაიცვას საკუთარი თავი. ასეთ განცხადებებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ველოდებოდით 2019-შიც, 20-შიც, 21-შიც, 22-ში, 23-ში და 2025 წელსაც. არანაირი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. გეგმა ეგ იყო, რომ საქართველოში ეს ცეცხლი, რომელიც არაერთხელ დაანთეს, ყოფილიყო იმდენად მძლავრი, რომ სახელმწიფოში მომხდარიყო გადატრიალება და ძალისმიერი ცვლილება ხელისუფლების. აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი, რომ საქართველო სწორედაც ყოფილიყო მსხვერპლი ასეთი რევოლუციისა, რაც მიიღეს გაათმაგებული და გაასმაგებული მასშტაბით", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ედი რამა

მსოფლიო • 1792505280

ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ - ედი რამა

ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, აქაც კი, თუ სურთ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ, – ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.ედი რამამ თავისი ოფისის წინ განათავსა სკამები წარწერით – „დიალოგი“.  მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგს ძალადობაში ჩართულ პირებთან არ გამართავს.„ერთადერთი, ვისაც არ მივესალმებით, არიან ისინი, ვინც ძალადობას ჩადიან და ისინი, ვინც ძალადობისგან დისტანციას არ ინარჩუნებენ“, – თქვა ედი რამამ.ცნობისთვის, ალბანეთში, უკვე რამდენიმე დღეა, სტუდენტური აქციები იმართება. აღნიშნულს პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. აქციები თავდაპირველად უნივერსიტეტებში არსებულ პირობებსა და უმაღლესი განათლების ხარჯებს ეხებოდა.

პენიტენციური

სამართალი • 1792502752

სპეციალური პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგირიულად გამორიცხავენ.„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792486997

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად

„დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია.„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას". ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთივე განცხადებას ველოდით ევროკავშირისგან: 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2020 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ცესკო-ს შტურმით აღება, არჩევნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2021 წლის მარტში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ძებნილ ნიკა მელიასთან ერთად პარტიის სათაო ოფისში შეიკეტა და ხელისუფლების დამხობით დაიმუქრა. 2022 წლის ივნისში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2023 წლის აპრილში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის და უცხოეთიდან კონტროლირებული ენჯეოების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადეს. 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა პარლამენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ ძველ ქარდზე იყო ნათქვამი - "ყველაფერი გასაგებია". ყველაფერი დიდი ხანია გასაგებია.დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად. ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ, და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1792471868

მანიპულაციაა დემოკრატიით, დემონსტრაციით, საზოგადოებით იმისთვის, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ - ირაკლი ქადაგიშვილი

 ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასშტაბურ არეულობებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში."ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ანტიდემოკრატიულად შეაფასა.ამ ფონზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას."როდესაც მათ ქვეყანაში დემონსტრაცია გადადის ძალადობაში, იქ მათი მხრიდან ძალის გამოყენება აუცილებელი, მისასალმებელია და ის დემონსტრაცია და დემონსტრანტები დასაგმობი არის მკაცრად მათი მხრიდან.ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის სტანდარტის არ ქონა. პირდაპირი მანიპულაციაა დემოკრატიით, დემონსტრაციით, საზოგადოებით, იმისავის, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანტონიო ტაიანი

მსოფლიო • 1792433541

სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებს მთავრობა მკაცრად უპასუხებს, მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საჭირო რესურსები - ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ვანდალიზმისა და ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის ძალადობაში მონაწილე არასრულწლოვანთა წინააღმდეგ.„დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას სამართალდამცველების, მოვაჭრეებისა და ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩადენილი ვანდალიზმისა და კრიმინალური თავდასხმების ტალღის მსხვერპლნი არიან. დღეს მილანში ბევრი მაღაზია კვლავ დაკეტილი დარჩა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ამ თავდასხმებს მთავრობა მკაცრად უპასუხებს, მათ შორის ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ არასრულწლოვანთა შეჩერებას შესაძლებელს გახდის“, – წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, მთავრობა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საჭირო რესურსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და შენობები დააზიანეს. იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მილანში მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა 271 ახალგაზრდა დააკავეს.იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო. დღეს მელონიმ მინისტრებსა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი არასრულწლოვანთა პრევენციული დაკავების ვადის გახანგრძლივებასა და ახალგაზრდული დაჯგუფებების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას განიხილავს.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792416262

კახა კალაძე: ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა

ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით.„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა – ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყნებში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობას მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

✕