„გარკვეული ვადით სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი ხმის მიცემისა და დემონსტრაციებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, ასევე სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა“ - საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა პროკურატურასა და გენერალურ პროკურორებს მითითება გაუგზავნა, სადაც აქციებზე ვანდალიზმში, ძარცვასა და ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ მართლმსაჯულებისაგან „უკიდურესი სიმკაცრის“ გამოვლენას ითხოვს

ჟერალდ დარმანინი

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა პროკურატურასა და გენერალურ პროკურორებს მითითება გაუგზავნა, სადაც გასული უქმეების აქციებზე ვანდალიზმში, ძარცვასა და ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ მართლმსაჯულებისაგან „უკიდურესი სიმკაცრის“ გამოვლენას ითხოვს.

კერძოდ, დარმანენი პროკურატურას ავალებს ბრალდებულებისთვის მოითხოვონ სამოქალაქო უფლებების დროებითი ჩამორთმევისა და სოციალური ქსელებიდან დაბლოკვის დამატებითი სასჯელები.

პროკურორებისა და გენერალური პროკურორებისთვის დღეს გაგზავნილ ინსტრუქციაში იგი აცხადებს, რომ მათ სთხოვა: „რამდენადაც საჭირო იქნება, გამოვიყენოთ დემონსტრაციების აკრძალვის დამატებითი სასჯელები“, „უმეტეს შემთხვევაში მოითხოვონ გარკვეული ვადით სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა“, ასევე „სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვის სასჯელი“.

✕