გურია

პოლიტიკა 1763930062

ოზურგეთის მერის მოადგილეები სოფო რამიშვილი და გურამ გოლიაძე, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ოზურგეთის მერის მოადგილეები სოფო რამიშვილი და გურამ გოლიაძე, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) 1825 წელს ოზუოზურგეთის მერის მოადგილეები სოფო რამიშვილი და გურამ გოლიაძე, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.რგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში დაიბადა. მთელი ცხოვრება საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, განათლების მხარდაჭერასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. განსაკუთრებულად მდიდარია მისი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვისა და ეროვნული ცნობიერების წინსვლის მიმართულებით. მის დროს აშენდა და აღდგა 200-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ქვეყანაში დაფუძნდა ასამდე სამრევლო სკოლა, ქალთა სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.ღონისძიების ფარგლებში, ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ეკა სეფაშვილი

პოლიტიკა 1763735400

ეკა სეფაშვილი: ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პროფესიული სასწავლებლების დამატებითი სტიმულაციისთვის სამეწარმეო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.როგორც დეპუტატმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობისას განაცხადა, ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, საჭიროა ეს საკითხი მკაფიოდ განისაზღვროს კანონპროექტში, რათა სასწავლებლების კომერციულმა საქმიანობამ ხელი არ შეუშალოს მის უმთავრეს მიზანს - სწავლას.ეკა სეფაშვილმა შესაბამისი შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას მიმართა.„საინტერესო ინიციატივაა და ეს არ არის დღის წესრიგში მისი წამოჭრის პირველი შემთხვევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც რამდენიმეჯერ იყო ეს ინიციატივა წამოჭრილი, რათა პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება. ინიციატივა თავისთავად მისასალმებელია.რადგან პრინციპების დონეზე განვიხილავთ ამ საკითხს, მაქვს ასეთი შეკითხვა არის თუ არა კანონპროექტში გათვალისწინებული მსგავსი კომერციული საქმიანობისთვის გარკვეული ჩარჩოების და შეზღუდვების დაწესება იმისთვის, რომ როდესაც სასწავლებლები ასეთ საქმიანობაში ჩაერთვებიან, ამან ხელი არ შეუშალოს მოცემული სასწავლებლის უპირველეს მიზანს - სწავლას. მათი ტექნიკისა და სხვა საშუალებების გამოყენება არ გადაიზარდოს იმაში, რომ უდიდესი წილი დაეთმოს კომერციულ საქმიანობას და ამასობაში, დაივიწყონ პირველადი ამოცანა, რაც პროფესიულ სასწავლებელს აქვს - სწავლა-განათლება. ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე ე.წ. ჩარჩოს დაწესება იმისთვის, რომ ორი კომპონენტის შეთავსებით მივიღოთ უკეთესი პროდუქტი და არა უარესი და მდგომარეობა გართულდეს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიდგომა მისასალმებელია. სეფაშვილის თქმით, სასურველია კანონპროექტში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დაარეგულირებს კომერციული საქმიანობის შეთავსებას სასწავლო პროცესთან. „ხომ არ ჯობია დაზუსტების მიზნით კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც დაარეგულირებს კომერციული საქმიანობის შეთავსებას პროფესიული სასწავლებლის ძირითად მიზანთან. ისე რომ არ მოხდეს, რომ პროფესიული სასწავლებელი გარდაიქმნას კომერციულ სტრუქტურად,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.თავის მხრივ, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ მინისტრი განსაზღვრავს იმას, რომ პროფესიული საქმიანობა არ აცდეს სასწავლებლის ძირითად საქმიანობას. საუბარია დამატებით საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე. კანონპროექტი სწორედ ითვალისწინებს იმას, რომ სასწავლო პროცესის დროს შექმნილი პროდუქციის რეალიზება მოხდეს და თუ საჭირო გახდება, მეორე მოსმენისას საკითხს დაზუსტებისთვის შესაძლებელია მასზე მსჯელობა.

გეკა გელაძე

პოლიტიკა 1763628051

დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ - გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. ახალი კამპანიის – "პროფესია პოლიციელი" მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, პროექტი ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ."შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - "პროფესია პოლიციელი", რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიციირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს", - განაცხადა შს მინისტრმა. 

 საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საზოგადოება 1761720327

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი კრწანისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობის და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნენ. მათ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პასუხისმგებელი პირებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება. მოეწყო სამწყობრო მოედანი და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანის და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მე-2 ეტაპით გათვალისწინებული 44 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 39-ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  28 კორპუსში სართულების კარკასის სამუშაოებია დაწყებული, ხოლო 11 კორპუსს ამ ეტაპზე ეყრება საძირკველი. ამჯერად, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, „ჯარის ქალაქში“ ბინებს 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. კვადრატულ მეტრში ისინი მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან. პროექტი - „ჯარის ქალაქი“ მაღალი სტანდარტით ხორციელდება: კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

26 წლის ბელორუსელი ქალი

მსოფლიო 1760729212

ახალგაზრდა ქალი ტაილანდში მოტყუებით ჩაიყვანეს, მოკლეს და ორგანოები გაყიდეს - უცხოური მედია ტრაგედიის შესახებ წერს

ბელორუსელი, 26 წლის ქალი მოტყუებით ტაილანდში წაიყვანეს, მას მოდელად მუშაობას ჰპირდებოდნენ, თუმცა ტაილანში ჩასვლის შემდეგ იგი მონად მუშაობდა, რის შემდეგაც მოკლეს და მისი ორგანოები შავ ბაზარზე გაყიდეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, 26 წლის, მინსკის მკვიდრი ვერა კრავცოვა აზიაში დამატებითი შემოსავლის საშოვნელად წავიდა, მაგრამ გაუჩინარდა.თავიდან ის მოტყუებით ჩაიყვანეს ტაილანდში და სავარაუდოდო, თაღლითურ ცენტრს მიჰყიდეს, სადაც ქალებს აიძულებენ, მამაკაცები გაცნობის საიტებზე მოატყუონ. როდესაც ვერამ ფულის შოვნა შეწყვიტა, მასთან კონტაქტი გაწყდა.მოგვიანებით, მიანმარიდან უცნობმა პირებმა მშობლებისგან 500 000 დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს მისი ცხედრის სანაცვლოდ და რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს, რომ ის კრემირებული იყო. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მისი გაუჩინარება, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.ვერა მინსკში დაიბადა, დაამთავრა მოლოდეჩნოს პროფესიული სასწავლებელი, მუშაობდა მიმტანად კაფეში და ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე. 2017 წელს, მან მონაწილეობა მიიღო შოუ „ხმის“ კასტინგში.რამდენიმე წლის წინ, ის უკვე ცხოვრობდა აზიაში - ჩინეთსა და სინგაპურში. მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალი ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. გაცნობის საიტზე "მამბა“ ის სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები იყო მითითებული.მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალთან კონტაქტი ოქტომბრის დასაწყისში გაწყდა.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1760708460

გია ვოლსკი: საკუთარ დედაზე ქონების ერთ ლარად გადაცემა არასწორია, ქონება მიიტაცეს სტუდენტებიან, მასწავლებიან, მატერიალურ ბაზიანად, ფაქტია, პოლიტიკური შინაარსის დანაშაულია

მასალები, როგორც ჩანს, დამუშავებულია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა შესაფასებლად პროკურატურას გადასცა. რასაკვირველია, ამას პოლიტიკური კომპონენტი ახლავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროკურატურას მიმართა, ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.„წარმოიდგინეთ, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტმა მილიონობით ღირებულების ქონება შეკრიბოს და საკუთარ დედას გადასცეს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი საკუთარ დედას ქონებას და პოლიტიკურ დავალებას აძლევს, რომ გარკვეული სცენარით განავითაროს ეს მიმართულება. ფაქტია, პოლიტიკური შინაარსის დანაშაულია ჩადენილი. ეს სასწავლებელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბრიგადებსაც რომ ზრდიდეს, ასეც რომ იყოს, რასაკვირველია, საკუთარ დედაზე ქონების ერთ ლარად გადაცემა პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტით არასწორია. ეს ქონების მიტაცებაა. მიიტაცეს სტუდენტებიან, მასწავლებიან, მატერიალურ ბაზიანად. ეს ფაქტია და ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1760685506

დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებული განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი დასაწყისია, რომელიც უნდა გადაიზარდოს სიღრმისეულ სისტემურ გარდაქმნაში. არ შეიძლება სტუდენტობის 85% თბილისზე იყოს მიჯაჭვული

დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული რეფორმა განათლების სფეროში - იმედია, მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდება. ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებზე, მაგალითად - თბილისიდან სტუდენტური ცხოვრების სხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% თბილისზე იყოს მიჯაჭვული - საჭიროა ამ კუთხით, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების გათვალისწინება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - სტუდენტური ცხოვრების თბილისიდან სხვა ქალაქებში დეკონცენტრაციაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% დედაქალაქზე იყოს მიჯაჭვული. საჭიროა რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა რეგიონული ცენტრების ჩართვა ამ პროცესში.„ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვყავს მეცხრე განათლების მინისტრი. თავისთავად, მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს დარგის პრობლემატურობასა და პრიორიტეტულობაზე ერთდროულად. რა მემკვიდრეობაც ხვდა წილად მოქმედ ხელისუფლებას ისეთი განათლების მინისტრების შემდეგ, როგორიც იყო: კახა ლომაია, გია ნოდია, ნიკა გვარამია თუ დიმიტრი შაშკინი - სწორედ ამას ვიმკით უკანასკნელ 12 წელიწადში.დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული რეფორმა განათლების სფეროში - იმედია, მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდება. ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებზე, მაგალითად - თბილისიდან სტუდენტური ცხოვრების სხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% თბილისზე იყოს მიჯაჭვული - საჭიროა ამ კუთხით, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების გათვალისწინება.მთელ რიგ უნივერსიტეტში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა, რაც საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, ითხოვს რადიკალური, პრინციპული ნაბიჯების გადადგმას, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან. სწორედ ამ სისტემის არასრულყოფილება არის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ქვეყნიდან საგანმანათლებლო მიგრაციის მიზნით ახალგაზრდობის გადინებისა.ასევე არ შეიძლება ქვეყანაში მოქმედი 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი გასცემდეს ერთი და იგივე დატვირთვისა და რანგის მქონე დიპლომს. ზოგი უმაღლესი სასწავლებელი ლამის მთლიანად არის ორიენტირებული უცხოეთიდან ჩამოსულ კონტინგენტზე, ხოლო ძირითადი ყურადღება და უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის.საინტერესო ინოვაცია დააანონსა პრემიერმა სწავლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით: მიღებულია 3+1 სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება (მედიცინისა და მსგავსი სპეციალობების გამონაკლისით), სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. წლების განმავლობაში არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ეს მიდგომა გადახედვას საჭიროებს.ასევე არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. მთელი რიგი უმაღლესი სასწავლებელი გადაიქცა პოლიტიკური პოლარიზაციის სამჭედლოდ, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტობის რიგებში - სადაც ყურადღება ექცევა ყველაფერს, სწავლის დონის ამაღლების გარდა. ამ კუთხით, დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც საჭიროა სერიოზული ცვლილებების გატარება.ასეა თუ ისე, „მატარებელი" დაიძრა და ჩვენი ცხოვრების ამ ურთულეს სფეროში ელემენტარული წესრიგის დამყარების და ძირეული სისტემური რეფორმირების გზაზე - თანადგომით ვუპასუხოთ მოქმედი განათლების მინისტრს და წარმატებები ვუსურვოთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ზოგადად.“ - წერს ქართველიშვილი.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1760382127

„ჩავლილია ყველაფერი, ხალხი ციხეში ზის, უკვე უნდა ირჩეოდეს, რა შეცდომა დავუშვით - დღესაც არავინ კითხულობს, გეგმა რა იყო“ - იაგო ხვიჩია

„მგონია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაც მოხდება, თითქოს ჭკუის სასწავლებელი ამბავი და არაფერი არ იცვლება ამის შემდეგ. თითქოს, 4 ოქტომბერი არაფერი არ ყოფილა და, თითქოს, ეს არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა," - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობა მიიღო აქციაში, ხოლო კითხვები გეგმის შესახებ არ დასვა.„ყველას სხვადასხვა ზომის პასუხისმგებლობა აქვს მაგრამ, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა არის ყველასი, - რომელიც კითხვას არ სვამდა: რა არის გეგმა? რომ მიდიოდა ვიღაც ადამიანი და ეუბნებოდა: 4-ში გამოდიო, - რას ვაკეთებთ იქო, რომ არ კითხულობდა და ისე გადიოდა; ჟურნალისტი, რომელიც აპიარებდა ამ ამბავს და 4-ში მოდით ხალხო, ხალხს მოუწოდებდა ისე, რომ არ ეკითხებოდა ვიღაცას; - ხაბე ისე დაიჭირეს, რომ არავინ არ ჰკითხა, რა გეგმა გაქვსო.მერე უცებ აღმოჩნდა, რომ არჩევნების დღეს, ვიღაც პრეზიდენტის სასახლესთან წავიდა და ვიღაც რუსთაველზე დარჩა, არჩევნები მორჩა, დაიჭირეს 50 კაცი. რატომ არაფერი მოხდა, გეგმა სად იყო [როცა კითხულობ], - გეუბნებიან, რომ თურმე, ლილუაშვილმა გიღალატა. ეს რომ წინასწარ ყოფილიყო ნათქვამი, იგივე ტელევიზიას ან სხვა ტელევიზიას ეთქვა, ლილუაშვილის იმედი გვაქვსო, შეიძლებოდა ნორმალური ადამიანი გასულიყო მიტინგზე იმის იმედად, რომ ლილუაშვილი გადავიდოდა ხაბეს ან პაატა ბურჭულაძის მხარეს? ამის იმედად ხომ არავინ არ გავიდოდა? დღესაც, - ჩავლილია ყველაფერი, ხალხი ციხეში ზის, უკვე უნდა ირჩეოდეს, რა შეცდომა დავუშვით, - დღესაც არავინ კითხულობს, გეგმა რა იყო, რას უღალატა ბატონმა ლილუაშვილმა?" - აცხადებს იაგო ხვიჩია.

გივი მიქანაძე

განათლება 1759831280

გივი მიქანაძემ კომაროვის სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომაროვის სკოლა გამორჩეული სასწავლებელია, რომელიც ქვეყანას უკვე მრავალი წელია ფიზიკისა და მათემატიკის დარგში არაერთ ღირსეულ თაობას უზრდის, შესაბამისად, მისი განვითარების მხარდაჭერა სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს. „კომაროვის სკოლა ახლაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და ასეულობით ახალგაზრდა, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან, განათლებას ამ სკოლის კედლებში იღებს. დღეს კომაროვის სკოლა დგას გამოწვევის წინაშე – ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც ჩვენ ახლო მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ. ახალი პანსიონი სკოლას მისცემს საშუალებას,  კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას უმასპინძლოს. მოსწავლეები,  სწავლების პერიოდში, იცხოვრებენ კომფორტულ გარემოში და კიდევ უფრო გაიღრმავებენ ცოდნას, რომელსაც შემდგომ ქვეყნის განვითარებას მოახმარენ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ. პანსიონი, რომელიც კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონების სკოლების 100-ზე მეტ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს, სწავლის პარალელურად, საცხოვრებლით სარგებლობის  შესაძლებლობას. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები ფიზიკას, მათემატიკასა და ინფორმატიკას სწავლობენ სპეციალური, გაძლიერებული კურიკულუმით. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ  ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში. სკოლა იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც კომაროვის სკოლაში არ სწავლობენ, პროექტების სახით, ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.  კომაროვის სკოლის პროექტებია: საღამოს სკოლა,  შაბათის სკოლა, STEM სკოლა, კომაროვის ონლაინ სკოლა, ონლაინ შაბათის სკოლა და სხვა. პროექტებში ჩართული მოსწავლეები იღებენ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას მათემატიკაში, ფიზიკაში, პროგრამირებაში, ინჟინერიაში, რობოტიკასა და STEM-ის სხვა დისციპლინებში.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1759294181

,,შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს" - გიორგი ვოლსკი

სუს-ის მიერ გაშიფრული სქემის შესახებ, რომელშიც სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი ფიგურირებს, შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში." მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში ახალგაზრდებს მიზანმიმართულად წვრთნიან "ტერორისტული აქციების" ჩატარებაში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს."გიული ალასანიას უმაღლესი სასწავლებელი არ არის ერთადერთი. ჩვენ კარგად ვნახეთ, გავიგეთ რა სქემით მუშაობენ, მაგრამ შემაძრწუნებელია ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს სპეციალურად ამზადებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქციები განხორციელდეს. პირდაპირ, ლექციის ერთ-ერთი მთავარი თემა პირდაპირ ითვალისწინებს ახალგაზრდების იმაში დარწმუნებას, რომ ტერორიზმი არ არის ცუდი მოვლენა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.სუს-ის მიერ გაშიფრული სქემა კონკრეტულად ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ ორგანიზაცია "ჰაი სქულ ჯორჯიას" ეხება. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ გარკვეული ძალები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციის - კონკრეტულად კი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით, ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

გამოცდები

საზოგადოება 1758202740

რა ფორმით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელ პროგრამებზეა ყველაზე დიდი კონკურსები

რა ფორმით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელ პროგრამებზეა ყველაზე დიდი კონკურსები,- თემაზე გადაცემაში „შუადღე" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი საუბრობს: „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად კვლავ სამართალი რჩება. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირება. სხვათა შორის, მოთხოვნა არქიტექტურაზე გაიზარდა. მოთხოვნადია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საინჟინრო მიმართულებებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც იცით, ნავიგაციის მიმართულებით ორი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს. ამ მიმართულებითაც დაინტერესებისა და მსურველების მომატება იგრძნობა. რა თქმა უნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა იზრდება. პროგრამების რაოდენობაც იზრდება. მოთხოვნა როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო საფეხურის დონეზე მაღალია. პროფესიულ სასწავლებლებში მისაღებ ტესტირებასაც ჩვენ ვატარებთ და მინდა გითხრათ, რომ იქაც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე მოთხოვნა დიდია.2026 წელს ზუსტად იმავე მოდელით ჩატარდება გამოცდები, როგორც 20 წელი ვატარებდით. მზადება უკვე დავიწყეთ და აბიტურიენტებს ვურჩევ, ინფორმაციას კარგად გაეცნონ".ვრცლად: 

ქარელის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყეს

განათლება 1757939944

ქარელის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქარელის მუნიციპალიტეტის ახლად რეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.მინისტრის მოადგილემ მათ წარმატება უსურვა და ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. პრაქტიკული და კვლევითი სწავლისთვის მოეწყო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) - ,,თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის‘‘  ფარგლებში,  სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს პროფესიული სასწავლებელი ორი მიმართულებით: კონდიტერია და გრაფიკული დიზაინი.პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 6 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.