ახალგაზრდა ქალი ტაილანდში მოტყუებით ჩაიყვანეს, მოკლეს და ორგანოები გაყიდეს - უცხოური მედია ტრაგედიის შესახებ წერს

26 წლის ბელორუსელი ქალი

ბელორუსელი, 26 წლის ქალი მოტყუებით ტაილანდში წაიყვანეს, მას მოდელად მუშაობას ჰპირდებოდნენ, თუმცა ტაილანში ჩასვლის შემდეგ იგი მონად მუშაობდა, რის შემდეგაც მოკლეს და მისი ორგანოები შავ ბაზარზე გაყიდეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 26 წლის, მინსკის მკვიდრი ვერა კრავცოვა აზიაში დამატებითი შემოსავლის საშოვნელად წავიდა, მაგრამ გაუჩინარდა.

თავიდან ის მოტყუებით ჩაიყვანეს ტაილანდში და სავარაუდოდო, თაღლითურ ცენტრს მიჰყიდეს, სადაც ქალებს აიძულებენ, მამაკაცები გაცნობის საიტებზე მოატყუონ. როდესაც ვერამ ფულის შოვნა შეწყვიტა, მასთან კონტაქტი გაწყდა.

მოგვიანებით, მიანმარიდან უცნობმა პირებმა მშობლებისგან 500 000 დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს მისი ცხედრის სანაცვლოდ და რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს, რომ ის კრემირებული იყო. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მისი გაუჩინარება, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

ვერა მინსკში დაიბადა, დაამთავრა მოლოდეჩნოს პროფესიული სასწავლებელი, მუშაობდა მიმტანად კაფეში და ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე. 2017 წელს, მან მონაწილეობა მიიღო შოუ „ხმის“ კასტინგში.

რამდენიმე წლის წინ, ის უკვე ცხოვრობდა აზიაში - ჩინეთსა და სინგაპურში. მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალი ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. გაცნობის საიტზე "მამბა“ ის სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები იყო მითითებული.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალთან კონტაქტი ოქტომბრის დასაწყისში გაწყდა.