ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
მასალები, როგორც ჩანს, დამუშავებულია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა შესაფასებლად პროკურატურას გადასცა. რასაკვირველია, ამას პოლიტიკური კომპონენტი ახლავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროკურატურას მიმართა, ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.
„წარმოიდგინეთ, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტმა მილიონობით ღირებულების ქონება შეკრიბოს და საკუთარ დედას გადასცეს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი საკუთარ დედას ქონებას და პოლიტიკურ დავალებას აძლევს, რომ გარკვეული სცენარით განავითაროს ეს მიმართულება. ფაქტია, პოლიტიკური შინაარსის დანაშაულია ჩადენილი. ეს სასწავლებელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბრიგადებსაც რომ ზრდიდეს, ასეც რომ იყოს, რასაკვირველია, საკუთარ დედაზე ქონების ერთ ლარად გადაცემა პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტით არასწორია. ეს ქონების მიტაცებაა. მიიტაცეს სტუდენტებიან, მასწავლებიან, მატერიალურ ბაზიანად. ეს ფაქტია და ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.