დაკავება

სამართალი 1744895434

ანკარაში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 525 ადამიანი დააკავეს

ანკარაში ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 525 ადამიანი დააკავეს.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ყველა რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა.ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციაა, რომელშიც ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. პოლიცია 625 მისამართზე მივიდა.

შსს

სამართალი 1744876377

ნარკოდანაშაულის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს."წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული რ.შ. და 2000 წელს დაბადებული ს.შ.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" და "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 18-260-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 პარლამენტი

პოლიტიკა 1744812766

პარლამენტმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი ახლებურად დაარეგულირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. მისივე თქმით, ცვლილება შევიდა 189-ე გრაფაში, რომელიც ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებს.„ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ნაცვლად 1 გრამისა ჩაითვლება 0,5 გრამი, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ საშუალების როგორც შეძენა-შენახვის, ასევე გაყიდვისა და რეალიზაციის პრევენციას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება, გაყიდვა.

შემოსავლების სამსახური

სამართალი 1744796517

მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება - 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება 40 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა გათავსებული.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლების შესაბამისად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.   

შსს ღამით

სამართალი 1744786326

ბრალდებულმა 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის აეროპორტში...“ - შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, მალაიზიის ფედერაციის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნარკოტიკი

სამართალი 1744701716

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულ

სამართალი 1744617104

თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., წარსულში ნასამართლევები 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს."სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, "ალფა-პვპ", "მეთადონი", და "ბუპრენორფინი".დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, 18 260-ე მუხლის მე-5, 19-260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს

სამართალი 1744445344

დაკავებულია ბრიტანეთის მოქალაქე... - პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა და კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის პოლიცია

სამართალი 1744353825

მარიხუანას სათბური კახეთში - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან - 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ.შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავება

სამართალი 1744282348

პოლიციამ 5 შეკვრად დაფასოებული "კლეფედრონი" ამოიღო - ბრალდებული მის გასაღებას "ტელეგრამით" ცდილობდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი - 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - "ტელეგრამის" გამოყენებით ცდილობდა.პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია

სამართალი 1744268470

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ო.გ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. 

კასანდრა და შონ დიდი

ტაბლოიდი 1744115100

Puff Daddy-ის სკანდალი გრძელდება - მის წინააღმდეგ ჩვენებას კასანდრა ვენტურა მისცემს

კასანდრა „კესი" ვენტურა მისი ყოფილი პარტნიორის,  შონ დიდი ქომბსის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა „ფიფოლი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვენტურა ამჯერად საკუთარი სახელისა და გვარის დამალვას არ მოერიდება და Puff Daddy-ის წინააღმდეგ საჯაროდ მისცემს ჩვენებას. როგორც „ფიფოლი" წერს, ადრე სასამართლო დოკუმენტებში ვენტურა მოხსენიებული იყო როგორც მსხვერპლი #1-ი. შეგახსენებთ, რომ   რეპერის ყოფილმა შეყვარებულმა - კესი ვენტურამ Diddy ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ემოციურ ძალადობაში ამხილა. მას შემდეგ, რაც ვენტურამ სასამართლოს მიმართა, რეპერის წინააღმდეგ სამხილების შეგროვებაც დაიწყო, მოგვიანებით კი ერთ-ერთი სამხილის გასაჯაროებაც მოხდა. CNN-მა ვიდეოგამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევს სასტუმროს დერეფანში რეპერი ვენტურას და სასტიკად სცემს ლიფტის წინ. Hollywood-ში ვარაუდობენ, რომ Diddy-ის მიმართ ფედერალური ბიუროს ინტერესი სწორედ ვენტურას მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა და რეპერის ცხოვრების მოკვლევაც აქტიურად დაიწყო. 2024 წლის მარტში რეპერის სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ამოიღეს ვიდეო მასალა, იარაღი, უამრავი Baby oil (რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ და რეპერი მსხვერპლს ასე აკონტროლებდა), ლუბრიკანტისა და სექს სათამაშოების აურაცხელი რაოდენობა.მუსიკოსის წინააღმდეგ, რომელსაც უმეტესობა puff daddy-ის სახელით ვიცნობთ, საქმე 3 ფედერალური დანაშაულის გამოა აღძრული: სექს-ტრეფიკინგი, რეკეტი (RICO charges) და პროსტიტუციაში ადამიანების იძულებით ჩართვა. თავად რეპერი კი ბრუკლინის ციხეში, გისოსებს მიღმა იმყოფება.შონ დიდი ქომბსის სასამართლო პროცესი 12  მაისს გაიმართება.