საგამოძიებო. კომისია

პოლიტიკა 1747827489

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე გამოჰკითხა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.ირაკლი რუხაძის განცხადებით, პირველი დაპირისპირება „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოხდა, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა ის მანქანები გადაიღეს, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.„უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული საუბარი იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთო“, მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია, თუმცა ვითარება 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ მცირე დროით შეიცვალა.როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ იყო და რაღაც მომენტში მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ საქართველოს რკინიგზაში გაცვლიდა, თუმცა გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა და დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილა მთაწმინდის პარკის დარბევით დაიწყო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, ასევე, „ბორჯომში“ და „ტელენეტში“ საგადასახადო სამსახური შევიდა, „სტანდარტბანკში“ კი - ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი.მისივე თქმით, 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდნენ, დალეწეს აპარატურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალს.„იმედიდან“ გამოგვყარეს, მე მიჭერდნენ. ამ დროს, ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან, რადგან სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დამიჭერდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეს, მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდეც“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით „იმედმა“ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ამის მიზანი საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა იყო.„იმისთვის, რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა. ვიდრე თავისუფალი სიტყვა იარსებებდა, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა და ვერ გააკეთებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც 26 მაისს მოხდა და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.მისივე თქმით, 2007 წლის 18 დეკემბერს, მფლობელის მიერ „იმედის“ პირველი დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა და ტელეკომპანიის გუნდი შიგნიდან გატეხა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ზე ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის დამონტაჟებული საუბრის გასვლის შემდეგ გუნდის შიგნით „ბუნტი“ მოხდა, ნიუსის ჯგუფმა უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე და „იმედი“ ფაქტობრივად დაიხურა.„მე რომ მკითხოთ ბადრი რამ მოკლა, ალბათ ამან მოკლა, რადგან ამის შემდეგ ბადრი ჩაიკეტა, არავის ხვდებოდა, ძალიან გახდა, სიგარეტს ეწეოდა, გულზე ხელი ეკიდა და ექიმთან ვერ მიჰყავდათ და 2008 წელს გარდაიცვალა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლების ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა სხვა აქტივების წართმევის მიზნით.„გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი, დამხვდა დავით კეზერაშვილი, ეს იყო 2008 წლის ზაფხული, ბადრი პატარკაციშვილი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა, შენ კი ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარად“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.მისი თქმით, „ბორჯომის“ გადაფორმებაზე უარის თქმიდან მეორე დღეს მისი ავტომანქანა ააფეთქეს.ირაკლი რუხაძის განმარტებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლები ბიზნესის გადაფორმებაზე ესაუბრებოდნენ, მას არ გაჰკვირვებია.„მაშინდელი თავდაცვის მინისტრი საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავისი ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა. გვყავდა გიგა ბოკერია, რომელიც ვიღაცის მოადგილის მოადგილე იყო ყოველთვის სადღაც, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობის ფაქტები უნდა გაუშვა თუ არ უნდა გაუშვა ეთერში“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა.როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, 2011 წელს მისი დეიდაშვილი და მეგობრები მის გამო დაიჭირეს და მათი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, 8 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდნენ.ირაკლი რუხაძის განცხადებით, ის ხალხი, ვინც „იმედი“ წინა ხელისუფლების დროს დახურა და დღეს პოლიტიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციებშია, დღესაც „იმედი“ დახურვას ცდილობს, ოღონდ სხვა გზით. მისი თქმით, „იმედი“ ჰოლანდიური კომპანიაა და ეს ადამიანები ცდილობენ ჰოლანდიის მთავრობას ტელევიზია დაახურვინონ, თითქოს მას ანტიევროპული მიდგომა აქვს, რაც „სიგიჟეა“. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნით ჰოლანდიაში სტატია დაიბეჭდა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ირაკლი რუხაძეს მიმართა, კომისიას ჰოლანდიაში გაგზავნილი წერილი მიაწოდოს.„მაშინ ხელისუფლებაში მყოფი მავნებლები და ახლა ხელისუფლებასთან მებრძოლები კვლავ ცდილობენ „იმედის“ დახურვას. მათი დღევანდელი საქმიანობა ჩვენი კომისიის კვლევის თემაა. მათი წარსული და აწმყო იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტმა სათანადოდ დაიცვას სარჩელი, რათა ამ ადამიანებს მომავალში აღარ ჰქონდეთ საშუალება ეს ქვეყანა მართონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ლელოს“ ლიდერი

პოლიტიკა 1747740216

“ტვ პირველის“ შემდეგ „ფორმულა“ - ხაზარაძე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ ტელევიზიას ყოველთვიურად 600 000 ლარს აძლევს

„ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო.ამავე ტელევიზიაში მომუშავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ ლიდერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ „ფორმულას“ ყოველ თვე 600 000 ლარით დააფინანსებს.ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ „ფორმულას“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს ხაზარაძე უკვე 2 თვეა წარმატებით ასრულებს. ხაზარაძემ მარტსა და აპრილში „ფორმულას“ ჯამში 1 200 000 ლარი მისცა.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ფორმულას“ დაფინანსებაზე იქამდე უარი თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა არხის მენეჯმენტთან და მათ თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდა.წყაროს ინფორმაციით, ხაზარაძემ „ტვ ფორმულას“ დაფინანსების წინაპირობად ორი მკაცრი პირობა წამოაყენა:1 - არხისთვის მიცემული ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ჩაუსვა მენეჯმენტს;2 - შეიცვლება ტელეკომპანიის პოლიტიკური სადერაქციო პოლიტიკა და ის სრულად გახდება პარტია „ლელოს“ პიარზე მორგებული.აქვე შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ასევე აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ხდება სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტი, რადგან არხი ძირითადად ხაზარაძის და მიის პარტიის პროპაგანდირებაზეა ორიენტირებული.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1744972477

გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: კეზერაშვილმა და ადეიშვილმა არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ. ვოლსკის თქმით, ადეიშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გერმანიაში იმყოფებოდა, არათუ ადამიანის უფლებები დაარღვია, არამედ ბიუჯეტი და ჯარი გაძარცვა კეზერაშვილთან ერთად.„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც კეზერაშვილი, გინდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე სისხლში არიან გასვრილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ე.წ. შეცდომებთან, რომლებიც ხელისუფლების მიერ იყო დაშვებული და რომელშიც თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი. შალვა პაპუაშვილი პიტერ ფიშერს ახსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, ადამიანი, რომელიც არა ერთ დანაშაულშია მხილებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1744401960

თეა წულუკიანი: სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა სააკაშვილის დავალებით გვერდზე გადადეს - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა გადადეს.„გაწირვაში ვგულისხმობ მათ შორის, იმას, რაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენს გამოცდილ სამხედროებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, რადგან იქ მოსახლეობა იყო; იქ იყო ევაკუაციის გეგმაც, სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში და ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადააგდეს, გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი და ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.

რამაზ ახვლედიანი

პოლიტიკა 1743667222

ახვლედიანი „ლისის ტბის“ ჩამორთმევაზე: კეზერაშვილის მოადგილე გელოვანმა მითხრა, თუ ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, მეც დამაპატიმრებსო-ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, ხომ იცი, სააკაშვილია ამ საკითხით დაინტერესებულიო

შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო - ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, რამაზ ახვლედიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მის საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის იძულებით დათმობის საქმე განიხილება.როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფინანსური პოლიციის იმდროინდელი უფროსის, დავით კეზერაშვილის მოადგილემ, მერაბ გელოვანმა განუცხადა, რომ თუ ღამის 11 საათამდე ქონებას არ დათმობდა, ბიზნესმენთან ერთად, კეზერაშვილი თავად გელოვანსაც დააპატიმრებდა.ასევე, ბიზნესმენის თქმით, გელოვანი აცხადებდა, რომ ამ საქმით მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული და ახვლედიანს შეწინააღმდეგება არ უნდა გაებედა.„გამომძიებელმა ჩოხელმა დამკითხა და დაკითხვა გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ უკვე გამადებთ ეტაპისთვის, ამიტომ, სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ისე მოხდა, რომ შევედი იმ დღეს, რატომღაც არც ტელეფონი გამომართვეს, საათიც ხელზე მეკეთა, ეტყობა ძალიან ეჩქარებოდათ. დაცვამაც აღარ შემამოწმა, იმდენჯერ შევდიოდი და გამოვდიოდი, თანამშრომელი თუ ვეგონე ალბათ. შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო - ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი. ვიფიქრე, ალბათ დასაპატიმრებლად, რა თქმა უნდა, დავემორჩილე, მოვიხსენი საათი, ტელეფონიც გადავეცი და გავყევი. აღმოჩნდა, რომ იქ უკვე ჰყავდათ დაბარებული ქალაქის ყოფილი არქიტექტორი დავით ახვლედიანი, რომელსაც იმ პერიოდში თავისთავად, ქალაქის არქიტექტორი იყო და ხელი ჰქონდა მოწერილი რაღაც დოკუმენტებზე. ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს, უყურე ამ კაცს, ამას აქედანვე ციხეში დავაბრუნებთო, ჩამომითვალეს და მაჩვენეს ჩემი ოჯახის წევრების სია. ეს რამდენიმე არ იყო, რამდენიმე ათეული კაცი იყო, ან სად შეისწავლეს ასე კარგად - ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული, ნათესავები - ყველას დავაპატიმრებთ, მერე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს, „რატომ ზის ამ დანგრეული აბანოსთვის და დამშრალი ლისის ტბისთვის“. შეეწირნენ და შეეწირებიანო და ხომ იცით, ამის გამკეთებლები ვართო. თან, [გელოვანმა] მითხრა, კეზერაშვილმა ისიც მითხრა, რომ თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და არ მაქვს სურვილი, შენ ხომ იცი, რომ ამის გამკეთებელიაო. ამიტომ, მირჩევნია და ყველაფერს გავაკეთებ, შენ ეს განცხადება რომ დაწეროო. ასეთი ბრძანებაა გაცემული, ისედაც ძალიან გაჭიანურდაო, ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, შენ ხომ იცი, მიხეილ სააკაშვილია ამ საკითხით დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვის არავის გაუბედავსო. რახან კარგად გექცეოდითო - კარგად მოქცევას ეძახდნენ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მცემდნენ, მაგრამ სტრესი მქონდა ფსიქოლოგიური, მით უმეტეს, ბავშვები მყავდა, გოგონები 13 და 15 წლის, იმათზე გადაკვრით საუბარი, პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ, ცოლი გყავს, ჭკუაზე მოდი და ა.შ.“ - განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1743085200

სოზარ სუბარი ზაზა გოგავას: თქვენ და კეზერაშვილი ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს განაჩენი, რომ სწავლებაზე გამოყოფილი ფული მიითვისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს, ზაზა გოგავას კითხვა დაუსვა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ზაზა გოგავა გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრძანდებოდა, რომელმაც 2006-2007 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს განაჩენი.პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების შესახებ ბრძანება 9 აგვისტოს გამოსცა, შემდეგ კი 10 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოიცა მეორე ბრძანებაც, სადაც წერია, რომ ომი დასრულდა და საქართველო აღარ იბრძვის. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიხედვით ომი 2 დღე და 2 საათი გაგრძელდა, მაგრამ შეერქვა აგვისტოს 5 დღიანი ომი, რადგან მანამდე პოზიციებს რუსები იკავებდნენ.„ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ არ იყო ჯარი მზად, ბევრი შეცდომები იყო თქვენამდე დაშვებული. 5-დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება [ომის დაწყების შესახებ], ხოლო 10-ში დილას გამოსცა მეორე ბრძანება, რომ დასრულდა ომი, ჩვენ აღარ ვიბრძვით, ომი გამოდის 2-დღიანი და 2-საათიანი. 5-დღიანი შეერქვა ამ ომს, სანამ რუსებმა პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველომ 2 დღეში დაასრულა ხომ? ჯარის მომზადებაზე თქვით, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ბევრი რაღაცისთვის არ იყო ჯარი მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სადაც დადგენილია უტყუარი დრო - 2006-2007 წლების რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო. ის სწავლებები არ ჩატარდა. ეს სასამართლოს მიერ არის დადგენილი და კეზერაშვილი ამას სტრასბურგში გაასაჩივრებდა, ეს რომ ასე არ იყოს. სამკერდე ნიშანი გიკეთიათ იმ სწავლების, რომელიც არ ჩატარდა? ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია და რისი გასაჩივრებაც კეზერაშვილმა სტრასბურგში ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ გამტყუნდებოდა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743065971

ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ ჩაიხრჩობა ცხინვალის აღების ოპერაცია. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო და შესულიყო ცხინვალში, ეს აბსურდული ბრძანება იყო - ქოიავა

დაგვიანებამ, რასაკვირველია უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები. ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ ტყვიავში მოსულები, ისინი მე არ შემოვუშვი, - განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.მისი განცხადებით, როგორც სამხედროები აფრთხილებდნენ, მოვლენები ისე წარიმართა და ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ქოიავას შეფასებით, ამის შემდეგ კეზერაშვილმა აბსურდული ბრძანება გასცა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც გაშლილი იყო და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში, ეს კი მოწინააღმდეგეს მისცემდა საშუალებას, მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო.„[8 აგვისტოს შუადღეზე ტყვიავში] ამ დროს დაიწყო მე-3 ბრიგადამ მოძრაობა ვანათი-ერგნეთის მიმართულებით. მე-4 ბრიგადა ჯერ გაჩერებული იყო, მე-4 ბრიგადამაც დააგვიანა მოძრაობა. მოხდა ისეთი რაღაც, ვინაიდან მე-4 ბრიგადამ დააგვიანა მოძრაობა, მე-3 ბრიგადის გადაადგილება უკვე არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მივიღებდით ძალიან ბევრ გაუმართლებელ მსხვერპლს. საბრძოლო მოქმედებები უკვე დაიწყო ინტენსიური ცხინვალში, უშუალოდ ქალაქში და როგორც ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ აუცილებლად ჩაიხრჩობა ცხინვალის გათავისუფლების თუ აღების ოპერაცია, ის ჩაიხრჩო - ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, იქიდან გამოიყვანეს ძალები, ეს უკვე ხდება 9-ში. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში. ეს უდავოდ აბსურდული ბრძანება თუ მოთხოვნა იყო, იმიტომ, რომ ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის, რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, მას ხუთი წუთი და ერთი საათი, შეიძლება ორი საათიც არ ეყოს. რელიეფის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა - ის დრო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რაც მისცემდა მოწინააღმდეგეს საშუალებას, ზნაურიდან დაძრულიყო და მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო. გადმოსროლილი იყო მე-2 ბრიგადა სენაკიდან ამავდროულად, რაც სამხედრო გეგმით საერთოდ არ იყო გათვლილი. მეორე ბრიგადის ამოცანა იყო ჩაეკეტა ენგური, მისი გადმოსასვლელები. ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან, მე-5 ბრიგადა იდგა კოდორის ხეობაში, აჟარაში და ენგურის გადმოკვეთის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო მოძრაობა სვანეთის მიმართულებით და იქ მე-5 ბრიგადა აღმოჩნდებოდა ალყაში“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხედროები ცდილობდნენ, კეზერაშვილის ბრძანება არ გადაეცათ მე-4 ბრიგადის მეთაურისთვის, თუმცა, თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი მეთაურს თავად დაუკავშირდა და ისიც იძულებული გახდა, ბრიგადის შემოტრიალება დაეწყო, რამაც სრული ფიასკო გამოიწვია.„მე-4 ბრიგადის დახურვა სცადეს სამხედროებმა, სახმელეთო ჯარების სარდალიც, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც რაღაცნაირად ცდილობდნენ, არ გადაეცათ მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ეს ბრძანება, რომელიც მომდინარეობდა კეზერაშვილისგან, მაგრამ მერე თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო, დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც, რასაკვირველია, ფიასკო გამოიწვია, იმიტომ, რომ ბრიგადა სრულად აირია. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს, როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და წავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მე-3 ბრიგადა უკვე იძულებული იყო, გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან, მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, რამაც, მისცა საშუალება რუსის ძალებს, გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი და შემოსულიყვნენ ცხინვალში“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743062509

შალვა ჯანაშვილმა თქვა, ცხინვალს ჩვენ ავიღებთო, რამაც გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ, ვინ? სერიოზული დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია სამხედროებში. კეზერაშვილმა გვითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს, გოგავამ გვითხრა, სპეცრაზმი მიხედავდა ყველაფერს, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია იმიტომ, რომ სპეცრაზმის აღებული ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია - ქოიავა

„2008 წლის 6 აგვისტოს საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, მიბრძანა, გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე, გამომეძახა პირადი შემადგენლობა სრულად. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში“- ამის შესახებ 2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება.ლაშა ქოიავა სხდომაზე დეტალურად იხსენებს აგვისტოს ომის მოვლენებს.„გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა. მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და გამოვცხადებულიყავი 5 საათზე, ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რასაკვირველია ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, შესაბამის ქაღალდებს მოვაწერე ხელი. უფროს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი ქონება და გამოვცხადდი სამინისტროში. 5 საათისთვის შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური შეკრებილი იყო. თათბირი არ დაიწყო, გადაიდო, [დილით] 7 საათის მერე, სადღაც 8-სკენ კარი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. დასხდნენ, დაიწყო თათბირი. სახმელეთო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში რასაკვირველია ყველაფერი გაწერილია საათობრივად, ყველა პუნქტით, სად რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, რომელ საათზე უნდა გაშლილიყო, ეს ყველაფერი დეტალურად ხდებოდა ამის მოყოლა“-აცხადებს ქოიავა.ლაშა ქოიავას განცხადებით, „სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის და განთავსება ცხინვალის გარშემო“.„ბოლოსკენ, როდესაც ამ გეგმის დასასრული იყო, აქ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რომ სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო, რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის, განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელ ხელისუფლების უზურპირებულ მთავრობა, თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ უკვე მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ და იმისთვის, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლისღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებაზე და შეეშვათ ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში. ბოლო ეტაპი იყო ის, რომ პოლიციას უნდა განეიარაღებინა, თუ ვინმემ არ ჩააბარა იარაღი, შეინახა და შეიქმნა რაღაც ბანდ ფორმირებები“-აღნიშნავს ქოიავა.ქოიავა ასევე, სამხედროებში არსებულ მდგომარეობას იხსენებს, რომლის თქმითაც, სამხედროებში დაბნეულობას და არეულობას იწვევდა მაშინდელი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.„ამ დროს, შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო, რამაც რასაკვირველია გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ, ვინ? პოლიცია რა ძალებით იღებს ქალაქს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა შენობა არის საფორტიფიკაციო ნაგებობა და იქიდან ცეცხლის შემთხვევაში პოლიციას კი არა ჯარს უჭირს გადაადგილება. აქ სერიოზული დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია სამხედროებში. ჯანაშვილმა თქვა, რომ მათ საკმარისი ძალები აქვთ. კეზერაშვილმა გვითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს, გოგავამ გვითხრა, რომ პოლიციას ძალიან მაგარი სპეცრაზმი ჰყავს და ისინი ყველაფერს იზამენ, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია იმიტომ, რომ სპეცრაზმის აღებული პოზიციები და მით უმეტეს, ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია იმიტომ, რომ სპეცრაზმს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანა, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს, მით უმეტეს, რომ ამ ჩვენს სამხედრო გეგმაში სპეცრაზმს უკვე გათვლილი ჰქონდა თავისი გეგმა, თავისი სამუშაო. შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიცია იღებს ცხინვალს, კი ბატონო და უცებ შალვა ჯანაშვილმა თქვა, -მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდებაო. ესეც რაღაც დაბნეულობა იყო. მაშინ შესთავაზეს ასეთი რამ, რომ იმ პოლიციურ ძალებს ვინაიდან ეყოლებათ მეთაური, ამ პოლიციური ძალების მეთაურთან იქნებოდა სამხედრო მეკავშირე, ვინაიდან მეთაურთან მოვიდოდა ყველანაირი ინფორმაცია, რაც ხდებოდა ცხინვალში და თუ სადმე რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდებოდა ცხინვალში გააგებინებდნენ მეთაურს და რასაკვირველია მეკავშირეს, რომელიც გადმოთარგმნიდა სამხედრო ენაზე ყველაფერ იმას, შეატყობინებდა საველე შტაბს და ჯარი არტილერიით ჩაუქრობდა ამ საცეცხლო წერტილს. პასუხად მივიღეთ, -ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოცხალი ძალაც. ცოცხალი ძალა გაჭირდა იმიტომ, რომ რეგულარული ჯარი 22 ათასი იყო და ყველა ჯარისკაცის ფუნქცია იყო გათვლილი, ყველასთვის იყო ამოცანა დასმული და არცერთი სამხედრო ნაწილი არ იყო თავისუფალი. თუ ის იმ მომენტში არ იღებდა სამხედრო მოქმედებაში უშუალოდ მონაწილეობას, ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ მას უნდა ჩაენაცვლა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე საბრძოლო ნაწილი თუ შენაერთი. აქ მოხდა რაღაცნაირი შელაპარაკება იმაზე, რომ კეზერაშვილმა თქვა, ამდენი ფული დავხარჯე და რას ნიშნავს ჯარი არ მყავს. გოგავამ თქვა, როგორ, აბა რისი შტაბის უფროსი [ვარ], თუ ჯარი არ არის, რას ვაკეთებდით. იქ სახმელეთო ჯარების სარდალმა უპასუხა, რომ ჯარი გვყავს 22 ათასი, დანარჩენი არის რეზერვისტი და რეზერვისტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს რეგულარულმა ჯარმა“,-განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743061571

როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი - მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ  2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

საქართველოს პარლამენტი

პოლიტიკა 1742915566

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა.კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უკანონო პროცედურების შედეგად, როგორც შპს „მაგნატი“, ასევე მთელი მისი მრავალმილიონიანი ქონება დაკარგა.„ჩვენ დღეს მოვუსმენთ იმ ადამიანს, ვინც იყო ამ კომპანიის მესაკუთრე და უფრო მეტიც, ადამიანს, რომელმაც ეს ქონება თავისი შრომით შექმნა და ერთ მშვენიერ დღეს ის საპატიმროში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მას ქონება გაუნიავეს და ვერასდროს დაიბრუნა უკან. თუმცა, ჯემალ ლეონიძე, უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა. სასამართლოს ყველა ინსტანციაში დადასტურდა, რომ ის საპატიმროში ტყუილად იჯდა და არაერთი წელი სულ ტყუილ-უბრალოდ მოიხადა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.როგორც შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ განაცხადა, 2008 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მას შუამავლის მეშვეობით აცნობა, რომ ქვეყანაში საწვავი აღარ შემოეტანა, მხოლოდ „მათი ბენზინი“ გაეყიდა და ბიზნესში პრობლემები არ შეექმნებოდა, რაზეც ბიზნესმენმა უარი თქვა.როგორც ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, თიბისი ბანკმა მას 12-15 თვის ხანგრძლივობის პერიოდში დასაბრუნებელი თანხის 4 თვეში დაფარვა მოსთხოვა, რაც მან შეასრულა.ჯემალ ლეონიძემ დეტალურად ისაუბრა როგორ მოხდა თიბისი ბანკის მიერ კომპანიის წილის შეძენა, ასევე შპს „მაგნატის“ ქონების ახლად შექმნილი ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიაზე გადაცემა, მისი წილების სხვა პიროვნებებზე გადაფორმება და ამ პროცესების დასრულების შემდეგ, 2009 წლის 13 აგვისტოს მისი დაკავება.როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, თიბისი ბანკის საქმეში ჩართვა დავით კეზერაშვილის დაკვეთით მოხდა და ამაში მონაწილეობდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები.ბიზნესმენის განცხადებით, თიბისი ბანკის მხრიდან მასთან კომუნიკაციაში იყვნენ: ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ასლანიკაშვილი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და მამუკა ხაზარაძე.როგორც ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, განხორციელებული ქმედებების შედეგად მან დაკარგა 4 ნავთობბაზა და 52 ავტოგასამართი სადგური, სულ 29,6 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და ეს ქონება საბოლო ჯამში, აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის კომპანიის „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ კუთვნილებაში. მისივე თქმით, დაპატიმრების შემდეგ დატაცებული იქნა ასევე მისი სხვა ბიზნესები - ღვინის მარანი, ლუდის სახარში, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და საცხოვრებელი სახლი და ამაში იმდროინდელი მმართველი პარტიის, ხელისუფლებისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.ჯემალ ლეონიძემ ასევე ისაუბრა დაპატიმრებამდე მის შვილებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.კომისიის წევრებს შპს „მაგნატის“ საქმეზე ახსნა-განმარტება ჯემალ ლეონიძის ადვოკატმა, როინ მიგრიაულმაც მისცა. მან დეტალურად ისაუბრა შპს „მაგნატის“ გაკოტრებისა და კომპანიის რეესტრიდან ამოშლის საქმეზე.როგორც როინ მიგრიაულმა აღნიშნა, კომპანიის გაკოტრება ისე დასრულდა, რომ არ მომხდარა კომპანიის ქონების ბოლომდე მოძიება.შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, კომისიის წევრებმა მისი საქმის პროკურატურაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და ამისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის, ერთ წლამდე პატიმრობა.რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას კომისიამ სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის მოსასვლელად 16:00 საათამდე ვადა მისცა. თუმცა, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძე სხდომაზე არ გამოცხადდა, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხზე კომისია ხვალ იმსჯელებს.როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხვალ კომისიის მორიგი სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება.„ხვალინდელი სხდომის მთავარი საკვლევის საკითხი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდი. კითხვა ისმის ასე: იყო ეს ის ომი, რომელიც თავს დაგვეცა უცბად, თუ არსებობდა მისი წინაპირობები, როგორც თითქმის ყველა ომის შემთხვევაში არსებობს ხოლმე; როგორ ვითარდებოდა მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004 წლის იანვრიდან; რა მოხდა 2006 წელს და როგორ მივედით იქამდე, რასაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი ჰქვია, როდესაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა რუსეთთან ომს და ასევე, უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სხდომებზე მხოლოდ აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს.

gia abashidze

პოლიტიკა 1741715022

გია აბაშიძე: ძებნილმა კეზერაშვილმა ურეიტინგო „ფორმულა" დატოვა და წილი უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც დავით კეზერაშვილმა „ფორმულას" წილი თანადამფუძნებლებს გადასცა. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ყველაფერი „უბადრუკობა ანდა „ნაცური" აფერაა“.მისივე თქმით, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა.„ძებნილმა კრიმინალმა დავით კეზერაშვილმა ურეიტინგო „ფორმულა" დატოვა და წილი 1 ლარად უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა, ესეც ე.წ. კრიტიკულ მედიაზე სახელისუფლებო ე.წ. რეპრესიაა? ცხადია არა, უბადრუკობა ანდა "ნაცური" აფერაა. ან ავაზაკ კეზერაშვილს სურსსხვა გზით აფინანსოს მავნებლური და უშედეგო ტელეპროპაგანდა ან საერთოდ გავიდა ამ მორიგი ჩავარდნილი პროექტიდან. თუმცა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა კი ისაა, რომ რეალურად კრიტიკული მედია გვყავდეს რეალური პრობლემების გამოვლენაზე ორიენტირებული და არა უსამშობლო მილიონერი ნაცგარეწრების ტელერუპორები.„ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობსმიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი „თავისუფლების ფორმულა". 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება," - ნათქვამია „ფორმულას" არადამაჯერებელ განცხადებაში.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კეზერაშვილი

საზოგადოება 1741709400

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა და 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს 1 ლარად გადასცა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.შესაბამისად, კეზერაშვილი „ფორმულას“ მეწილე აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა.„ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა". 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება,“ - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეგახსენებთ, საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.