ჯორჯიან ეარვეისი

საზოგადოება 1749890723

„ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს მიმართავს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს მიმართავს.განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია.„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებმაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი შეიძინეს, მისი გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.„გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქცია

საზოგადოება 1749890229

საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით  მოეწერა.ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და სისხლის ცენტრის დირექტორმა თამთა ლევიძემ მოაწერეს.მემორანდუმის თანახმად, სისხლის ცენტრი დონაციის პროცესის განხორციელებას და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფს,  რომელიც უსასყიდლოდ მოხმარდება იმ ბავშვებს,  რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ.დღესვე დედაქალაქის საკრებულოში,  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, რაიონების გამგებლებმა და გამგეობების თანამშრომლებმა მიიღეს.  აქციას  სს „საქართველოს კლინიკები“  -  ციციშვილის ბავშვთა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი გიორგი თედორაშვილი ესწრებოდა.„თბილისის საკრებულოში დღეს გამართული სისხლის უანგარო დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღეს ეძღვნება. აქცია  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით ტარდება და წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას, რათა ერთად გავაკეთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე და ვაჩუქოთ სიცოცხლე მათ, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. შეგროვებული სისხლი იმ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი,  ვისთვისაც თითოეული წვეთი სიცოცხლეს ნიშნავს“,  -  განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო "ბოინგ 767-300" "ჯორჯიან ეარვეისის" ფლოტშია

საზოგადოება 1749889643

თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა

ჯორჯიან ეარვეისი ინფორმაციას ავრცელებს. „მგზავრთა საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია.მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს

სამართალი 1749888782

ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-თან კომენტარს აკეთებს."თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით," - აცხადებენ უწყებაში.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1749836585

დავით მათიკაშვილი: როდესაც თავს უფლებას აძლევ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პასუხგაცემული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.„როდესაც თავს უფლებას აძლევ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში გაავრცელო ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, მიუხტე მცირეწლოვანი ბავშვებით მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ის გამოიყვანო წყობიდან და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინო ის, მისი მხრიდან დაწყებული შეურაცხყოფით, ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს პასუხგაცემული“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს იმსჯელა. საქმის მასალებში 40-მდე ფაქტობრივი მტკიცებულება დევს.

ახალციხე

რეგიონი 1749828728

ახალციხეში სამუსიკო სკოლის 70 წლის იუბილე აღინიშნა

ახალციხეში სამუსიკო სკოლის 70 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო თარიღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის კამერული ორკესტრისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების  მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომლესაც რევაზ  ჯავახიშვილი დირიჟორობდა. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა  ორკესტრისა და პატარა პიანისტების ერთობლივად შესრულებულმა ნაცნობმა  მელოდიებმა და მუსიკალურმა ნომრებმა. საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამუსიკო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. საიუბილეო თარიღი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში სამუსიკო სკოლის როლზე და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.  აღინიშნა, რომ სკოლას არაერთი ღირსეული თაობა ჰყავს აღზრდილი. ასევე, ხაზი გაესვა სამუსიკო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობას, რომელიც უკვე დაწყებულია და მალე ქალაქ ახალციხეს, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სამუსიკო სკოლა ექნება. ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალციხის  სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის გადაწყვეტილებით 2022 წლის სექტემბრიდან მუსიკალურ სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა და საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა.

ვატო შაქარიშვილი

პოლიტიკა 1749825780

ვატო შაქარიშვილი: მადლობა და პატივისცემა თითოეულ პოლიციელს, ვინც ხანგრძლივი მასობრივი არეულობები ისე დაასრულა, რომ ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება არ ახდა - ვერ მიიღეს მსხვერპლი

გუშინ, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა საქართველოს მორიგი ტვიტი მიუძღვნა, სადაც ჩვენი ქვეყანა და მართლმსაჯულების სისტემა პოლიციელზე თავდამსხმელი მათე დევიძის პასუხისგებაში მიცემისთვის გააკრიტიკა და იმ მოსამართლის სანქცირებაც მოითხოვა, ვინც აქტივისტი დამნაშავედ სცნო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.„ვიდეოკადრებში ყველამ ვნახეთ, როგორ გაილაშქრა ამ ახალგაზრდამ პოლიციაზე ხის ჯოხით, მხოლოდ იმიტომ, რომ მის უკან მდგომ ძალებს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი არ მოეწონათ და მსგავსი ქმედებებისკენ უბიძგებდნენ ახალგაზრდებს ვითარების რადიკალიზაციის მიზნით, რომ ამ გზით მაინც მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის. (შეგახსენებთ, რომ მათე დევიძე 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც კოლექტიურ ნაც-მოძრაობას თბილისის ქუჩები ჰქონდა ჩახერგილი, ახალი არჩევნების მოთხოვნით)ქართულ საზოგადოებას, რომ არანაირი დამატებითი განმარტება არ სჭირდება ეს გუშინდელმა რეაქციამაც აჩვენა - მიუხედავად სასამართლოში მოწყობილი ისტერიისა, პარტიული ტელევიზიების სპეც-რეჟიმისა, პოლიტიკოსების მოწოდებების და ხვეწნა-მუდარისა, აქციაზე არ გამოვიდა ხალხი და რამდენიმე ათეული შიგევროპელის მცდელობა, რომ მოეხდინათ ქუჩების პარალიზება, მარტივად აღიკვეთა. ეს იმას მიშნავს, რომ ქართველი ხალხი შეთანხმებულია პრინციპებზე - პოლიციელზე თავდასხვა არ შეიძლება! გადატრიალებით ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს! დემოკრატია, უმრავლესობის ნების პატივისცემას ითხოვს! თუ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, კანონის წინაშე ყველანი თანასწორი უნდა ვიყოთ! არ შეიძლება პოლიციელზე ძალადობის რომანტიზება და დამნაშავეების გმირად წარმოჩენა!მინდა, სამხრეთ კაროლინის კონგრესმენ ვილსონს, მოვასმენინოთ მისი მეზობელი შტატის, ფლორიდის შერიფის დამოკიდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც გაბედავენ და პოლიციელზე რაიმე ფორმით იძალადებენ. მინდა ასევე ამ ტექსტს ყურადღებით მოუსმინოს ყველა იმ ევრო-ამერიკელმა ბიუროკტატმა, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და უსაზღვრო პოლიტიკური ფარისევლობით გამოიჩევიან საქართველოსთან მიმართებაში.P.S. მადლობა და პატივისცემა თითოეულ პოლიციელს, ვინც ხანგრძლივი მასობრივი არეულობები ისე დაასრულა, რომ ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება არ ახდა - ვერ მიიღეს მსხვერპლი!“, - წერს შაქარიშვილი.

გველი

საზოგადოება 1749820620

რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში

ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, გველებს კორპუსის ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ აღწევა, ამის რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვადასხვა ქალაქში ხშირია. ეს ერთ ლოკაციაზე არ არის, გაშლილია. ეს ქალაქი ბუნებრივ არეალს შეხამებულია...ჩემი ხანგრძლივი საქმიანობიდან გამომდინარე, გველები კორპუსის ყველა სართულზე შემხვედრია. პირველ და მეორე სართულზე, შეიძლება, კიბიდან, ფანჯრიდან, ან ფასადზე აყვანილი მცენარიდან შევიდეს.მერვე სართულზე რომელიც აღმოვაჩინეთ, ასეთი ისტორია აქვს: სათევზაოდ იყო კაცი წასული და ჩანთაში, რომელიც თან ჰქონდა, გველი ჩაძვრა და შემდეგ იქიდან ბინაში ამოვიდა... სამშენებლო მასალასაც აჰყვება ხოლმე და ა.შ.“ - ამბობს „დღის პოსტში“ ჰერპეტოლოგი.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1749810832

შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის - კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე

"ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას, აღნიშნა.მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა და ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ამის მიზანი."შანტაჟი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, გრძელდება, განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩაღდა ომი. ვიცით, თუ რა იყო წინაპირობა, რას ითხოვდნენ საქართველოსგან - ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. გარდა ამისა, არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი გვაშანტაჟებდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში დაეწყო და გაეჩაღებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამასთანავე, უნდა მივერთებოდით სანქციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და დღესაც ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება გვაქვს, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში მალე შეიცვლება."ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და, პირველ რიგში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მარიამ მეშველიანი

სამართალი 1749810428

პროკურორი გვარამიაზე: არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაო, არც სხდომაზე გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე

პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეხება, პროკურორმა განმარტება გააკეთა.პროკურორ მარიამ მეშველიანის განცხადებით, არსებობდა უფრო მკაცრის აღკვეთის ღონისძიების საფუძველი და სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.„მან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა. ასევე, ამას დაემატა ის, რომ ბრალდებული არც წინა და არც დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარა სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა და დასძინა, რომ გვარამიას ქმედება პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მცდელობაა.ნიკა გვარამიამ კი, რომელიც რუსთავის ციხესთან შესახლებას ელოდება, გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა: „რატომ უნდა გადამეხადა? მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყო სწორი“.განმარტება გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმაც.„ამ საქმეში მთავარო პრობლემა არის სამართლებრივი შეფასება და არა ფაქტები და ბუნებრივია, შემდეგ სხდომებზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, ცხადია, ნიკასთან შეთანხმებით“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო დღეს პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.

ზურაბ აბაშიძე

საზოგადოება 1749810333

13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა - ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.„13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჩაქუჩი

სამართალი 1749809819

სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე 4000 ლარით დაჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა.სასამართლომ ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლის დარღვევას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიმართა.