ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა
1749840137
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.
„13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.