შოთა მუსაევი

საზოგადოება • 1790802195

რას ჰყვება ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილი პილოტი გადაარჩინა - Flydubai-ის ბორტზე მომხდარის ახალი დეტალები

ის­რა­ე­ლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე სოციალურ ქსელში  Flydubai-ის ბორტზე მომხდარის ახალ დეტალებზე და იმ ერთადერთ ექიმზე წერს, რომელმაც დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.„ქართველი ექიმი შოთა მუსაევი - ადამიანი, რომელმაც FlyDubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.დუბაი - თელ-ავივის რეისზე განვითარებული დრამატული მოვლენების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი სტომატოლოგი შოთა მუსაევი FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა - თვითმფრინავში, სადაც პილოტზე თავდასხმა მოხდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრების სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.შოთა მუსაევი ჰყვება, რომ როდესაც თვითმფრინავის წინა ნაწილში ხმაური და ყვირილი გაიგონა, თავად გაიქცა დასახმარებლად. თავდაპირველად მან არც კი იცოდა, რომ რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება გახდებოდა საჭირო.„მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, - იხსენებს მუსაევი.მისი მონაყოლით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. მამაკაცი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა და მის გასაკავებლად ხელ-ფეხის შეკვრა გახდა საჭირო.მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი. პილოტი იატაკზე იწვა და თავისა და ხელების ჭრილობებიდან ძლიერ სისხლდენდა. ის გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, - ამბობს შოთა მუსაევი.მისი თქმით, დაშვებამდე დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. ტაბუკში დაშვების შემდეგ პილოტი საუდის არაბეთის მედიკოსებს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს უთხრეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, ბორტზე მყოფ ადამიანებს რამდენიმე წამით ეგონათ, რომ იღუპებოდნენ.მგზავრები ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მუსაევის თქმით, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.FlyDubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის სრული გარემოებების გამოძიება გრძელდება. თუმცა ერთი რამ უკვე თავად შოთა მუსაევის მონაყოლითაც დასტურდება - ქართველი ექიმი სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი პროფესიული დახმარება გაუწია მძიმედ დაჭრილ კაპიტანს“, - წერს მიხეილ ხეცოიძე სოციალურ ქსელში.ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1790797385

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს:„გურამ დადიანიძის საქმეზე:როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას“.

ენდი ბარნემი

მსოფლიო • 1790788077

ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ RAF Fairford-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში ირანი მონაწილეობდა

ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანი მონაწილეობდა RAF Fairford-ის ინციდენტში, რასთან დაკავშირებითაც ხუთი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბარნემმა განაცხადა.დაკავებულები მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ, ენდი ბარნემმა აღნიშნა, რომ მათზე „გირაოს უმკაცრესი პირობები“ ვრცელდება და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ეს საქმე „მკაცრი კონტროლისა და მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ“ აქვს.ბერნემმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებში კოლეგებთან, რათა აეხსნა, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რომ სრული ნდობა აქვს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურების მიმართ.„ამის შესახებ მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა შეგვიძლია, დავადასტუროთ ჩვენი მოსაზრება, რომ ირანმა ამაში გარკვეული როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, საქმე ეხება პოლიციის მიმდინარე, რთულ და სერიოზულ გამოძიებას. ცხადია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა ენდი ბერნემმა.ხუთი მამაკაცი 27 სექტემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციას შეატყობინეს უელფორდში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში „სამი საეჭვო ავტომობილის“ შესახებ. დაკავებულები 23-დან 25 წლამდე ასაკის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ოთხი მათგანი ვესტმინსტერში ცხოვრობს, ერთი კი — კამდენში. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა უკვე დასრულებულია.ირანი დაკავებულებთან კავშირს და ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.RAF-ის ბაზას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ათწლეულების განმავლობაში მოწინავე ოპერატიულ პუნქტად იყენებდნენ. ბოლო თვეებში ამერიკული ბომბდამშენები აღნიშნული ბაზიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით აფრინდნენ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა ბაზის გამოყენების შესახებ, იმ მიზნით, რასაც ბრიტანულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ მიმართული თავდაცვითი დარტყმები უწოდა.

პილოტების დაპირისპირება

მსოფლიო • 1790762584

„დიდი კატასტროფა ავიცილეთ...“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით

ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.აღნიშნული პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, მიმდინარეობს გამოძიება მეორე პილოტთან დაკავშირებით, რადგან მატულობს იმის ნიშნები, რომ მან თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება და მისი ჩამოგდება სცადა.„მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო.საინფორმაციო სააგენტო Walla-ს ცნობით, პილოტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს, ომანელია.მედიაში გავრცელდა პირველი ფოტოები flydubai-ს რეისიდან, რომელზეც ჩანს მგზავრი, რომელსაც პერანგზე სისხლი აქვს.ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

სასაზღვრო პოლიცია

სამართალი • 1790761380

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიცია ლენტა

საზოგადოება • 1790750895

„ერთი არასრულწლოვანია... მოტეხილობა აღენიშნებათ“ - როგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობა

6 ადამიანი დაშავდა თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად. შემთხვევა გვიან ღამით სანზონაში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.შემთხვევის ადგილზე სასწრაფოსთან ერთად იმყოფებოდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის, ასევე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.გამგებლის მოადგილის თქმით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობითვის არავის მიუმართავს. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს."სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა 6 მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, "ჯერარსში" არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე.რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", - აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი.

შსს

სამართალი • 1790750079

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ცხრა პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტადონი“, ე.წ. ბიო და „მარიხუანა“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 შსს

სამართალი • 1790749639

სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, თანხის დროებით გადაცემას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.„აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა დაზარალებულთა კუთვნილი თანხა მიიღეს, თუმცა არ გადაიხადეს შეთანხმებული სარგებელი, ასევე მოქალაქეებს არ დაუბრუნეს ძირითადი თანხა.ბრალდებულთა უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლენტი

სამართალი • 1790714289

„3 საათი იყო, როცა სახლში მივედი...“ - რა თქვა სასამართლო პროცესზე 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.23 წლის ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.„მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. დაიბარეს ჩემი სიძე, შენი მანქანის ნომერი დაფიქსირდაო. დამიგულეს, უპატრონო ბიჭიაო, გაჭირვებულიაო, მე მტენიან ახლა. მთლიანი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ მე არაფერი დამიშავებია“,- განაცხადა ბრალდებულმა.გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში, მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა მოხუც ქალს, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.მტკიცებულებების განადგურების მიზნით, ბრალდებულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

სკოლა

მსოფლიო • 1790711125

მერვე კლასის მოსწავლე თანაკლასელებს თავს დაესხა და მასწავლებელი მოკლა (სლოვაკეთი)

ტრაგედია დღეს დილით, 29 სექტემბერს, სლოვაკეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შტასკოვის სკოლაში მოხდა. სკოლის შენობაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი მასწავლებელი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.ადგილობრივი მედიის პირველადი ცნობების თანახმად, თავდამსხმელი იმავე სკოლის მოსწავლე იყო - საშუალო სკოლის მერვეკლასელი ბიჭი. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის დროს ახალგაზრდა ბასრი საგნით იყო შეიარაღებული.ინციდენტის გარემოებებს, ასევე იმ მიზეზებს, რომლებმაც თავდასხმამდე მიიყვანა, ხელისუფლება იძიებს.მასწავლებელი ადგილზე დაიღუპა61 წლის მასწავლებელმა მძიმე დაზიანებები მიიღო და, მიუხედავად საგანგებო სამსახურების თანამშრომლების ჩარევისა, თავდასხმის ადგილზე გარდაიცვალა.დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია და მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. დაშავებული სამკურნალოდ ვერტმფრენით მარტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.კიდევ ერთი დაზარალებული, 44 წლის ქალი, გულმკერდის არეში დანით დაჭრეს. მისი გადაყვანაც ვერტმფრენით გახდა საჭირო - ქალი ჟილინას საავადმყოფოში გადაიყვანეს.განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე მრავალი სასწრაფო დახმარების მანქანა და სამართალდამცველი მივიდა. ისინი სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თავდასხმის პირველადი გამოძიების ჩატარებას შეუდგნენ.სლოვაკეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელად, სავარაუდოდ, ამავე სკოლის მოსწავლე სახელდება.ამჟამად გამომძიებლები ცდილობენ, ზუსტად აღადგინონ მომხდარის სურათი და თავდასხმის თითოეული ეტაპი დაადგინონ.თავდასხმის მოტივი და ის, თუ რამ უბიძგა მოსწავლეს, მსხვერპლთა წინააღმდეგ თვითნაკეთი იარაღი გამოეყენებინა, ჯერჯერობით უცნობია.გამოძიება გრძელდება.

დუგლას კარტერი

მსოფლიო • 1790699198

სიკვდილმისჯილი, რომელიც კანონის აღსრულებას 41 წელიწადი ელოდა, გაათავისუფლეს

71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერმა თავისუფლება 41 წლის შემდეგ პირველად იგრძნო. მამაკაცი, რომელიც 1985 წელს ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, 28 სექტემბერს იუტის შტატში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალი გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც კარტერი დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ კვალთან ვერ დააკავშირა.კარტერის საქმე წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ სამართლებრივ პროცესად იქცა იუტაში. მას შემდეგ, რაც 2025 წელს შტატის უზენაესმა სასამართლომ მისი თავდაპირველი განაჩენი გააუქმა და ახალი სასამართლო პროცესი დანიშნა, საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემობრუნება მოხდა — ახალმა დნმ-ანალიზმა კარტერი რამდენიმე საკვანძო ნიმუშიდან გამორიცხა.მკვლელობა, რომელმაც კარტერის სიცოცხლე შეცვალა1985 წლის 27 თებერვალს 57 წლის ევა ოლეზენის ცხედარი მისმა მეუღლემ, ორლა ოლეზენმა, პროვოში, საკუთარ სახლში აღმოაჩინა.ქალს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, ტანსაცმელი წელის ქვემოთ გახდილი, სხეულზე კი ათი ჭრილობა აღენიშნებოდა. მას ასევე ცეცხლსასროლი იარაღით თავის უკანა ნაწილში ესროლეს.გამომძიებლებმა დანაშაულის ადგილზე სხვადასხვა კვალი აღმოაჩინეს, მათ შორის თითის ანაბეჭდები, თმის ბოჭკო, ტყვიის ფრაგმენტი და სისხლიანი ბალიშიდან აღებული დენთის ნაწილაკი. თუმცა თავდაპირველი გამოძიების დროს არც ერთი ფიზიკური მტკიცებულება არ აკავშირებდა ამ მასალას უშუალოდ დუგლას კარტერთან.მიუხედავად ამისა, კარტერი ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა. პოლიციამ მასთან დაკითხვა ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით მამაკაცმა მკვლელობასთან დაკავშირებული აღიარება გააკეთა.კარტერი დღემდე ამტკიცებს, რომ ეს აღიარება ზეწოლის შედეგად მისცა.ორი მოწმე, რომელთა ჩვენებებმაც საქმე შეცვალაკარტერის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცოლ-ქმრის — ეპიფანიო და ლუსია ტოვარების — ჩვენებები.ისინი აცხადებდნენ, რომ კარტერმა მათ მკვლელობის შესახებ უამბო და დანაშაულის დეტალებიც აღწერა. სწორედ მისი აღიარება და ტოვარების ჩვენებები გახდა იმ საქმის მთავარი საფუძველი, რომლის შედეგადაც კარტერი 1985 წელს დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.მოგვიანებით კი ამ ორი მოწმის ჩვენებების სანდოობას სერიოზული კითხვები გაუჩნდა.2011 წელს ტოვარებმა განაცხადეს, რომ გამოძიების პროცესში მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, პოლიციამ მათ ფინანსური დახმარება გაუწია, აიძულა გარკვეული ინფორმაციის დამალვა და ემუქრებოდა დეპორტაციითა და შვილის დაკარგვით.იუტის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების დამალვის, ცრუ ჩვენების ხელშეწყობისა და მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები. უზენაესმა სასამართლომ ეს შეფასებები ძალაში დატოვა და დაასკვნა, რომ დარღვევებმა კარტერის როგორც გასამართლებაზე, ისე სასჯელის განსაზღვრაზე იმოქმედა.უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა2025 წლის მაისში იუტის უზენაესმა სასამართლომ კარტერის საქმე განიხილა და დაადგინა, რომ მის თავდაპირველ პროცესში არაერთი კონსტიტუციური დარღვევა იყო.სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ დაცვისთვის ხელსაყრელი ინფორმაცია დამალა, პროკურორმა კი სასამართლოში წარმოდგენილი სულ მცირე ერთი მცდარი ჩვენების შესახებ იცოდა და მისი შესწორება არ უზრუნველყო.სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში გამოვლენილი დარღვევები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ გავლენა მოახდინეს როგორც კარტერის დამნაშავედ ცნობაზე, ისე მისთვის სიკვდილით დასჯის შეფარდებაზე.შედეგად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება — კარტერის მსჯავრისა და სასჯელის გაუქმებისა და ახალი სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ.დაცვის ვერსიით, სხვა ეჭვმიტანილებიც არსებობდნენკარტერის ადვოკატები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ სხვა გარემოებებზეც, რომლებიც, მათი შეფასებით, სათანადოდ არ იქნა გამოძიებული.დაცვის მხარის განცხადებით, მკვლელობის ადგილიდან თეთრკანიანი მამაკაცი დაინახეს, რომელიც შემთხვევის ადგილს ტოვებდა.ადვოკატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოძიებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ევა ოლეზენის მეუღლეს, ორლა ოლეზენს.კარტერის დაცვის მხარის ვერსიით, გამომძიებლებს გარკვეულ ეტაპზე ეჭვი ოლეზენის მეუღლეზეც ჰქონდათ, თუმცა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დაკავებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიების გაგრძელება სურდა.ეს გარემოებები დაცვის მხარის არგუმენტებია და თავად არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს კარტერის უდანაშაულობის ან სხვა პირის ბრალეულობის შესახებ.ახალი დნმ-ტესტი — კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტისაქმეში ყველაზე ახალი მნიშვნელოვანი განვითარება 2026 წლის სექტემბერში მოხდა.იუტის შტატის კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ ძველი მტკიცებულებების ახალი გენეტიკური ანალიზი ჩაატარა. კვლევის შედეგად კარტერი გამოირიცხა, როგორც სისხლის შესაძლო წყარო, რომელიც დანაშაულის ადგილზე კარის სახელურზე იყო აღმოჩენილი.ასევე გამოიკვლიეს გენეტიკური მასალა დანაშაულის იარაღზე — დანით, რომლითაც ოლეზენი დაჭრეს. ამ ნიმუშშიც კარტერის შესაბამისობა არ აღმოჩნდა.ახალი მონაცემების მიღების შემდეგ იუტის ოლქის პროკურატურამ სასამართლოს აცნობა, რომ აღარ აპირებდა კარტერისთვის სიკვდილით დასჯის მოთხოვნას.თუმცა პროკურორმა ჯეფრი გრეიმ ხაზი გაუსვა, რომ დნმ-ის შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს კარტერის უდანაშაულობის დადგენას. მისი თქმით, გამოძიებამ საქმის სხვა მტკიცებულებები ხელახლა უნდა შეაფასოს. მათ შორის რჩება კარტერის მიერ ხელმოწერილი აღიარება, რომელსაც თავად კარტერი იძულებით მიღებულად მიიჩნევს.41 წლის შემდეგ — კარტერი ციხიდან გამოვიდა28 სექტემბერს დუგლას კარტერისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღე დადგა.იუტის მეოთხე ოლქის სასამართლოს მოსამართლე დერეკ პულანმა მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კარტერს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის — GPS-სამაჯურის — ტარება მოუწევს და მას ევა ოლეზენის ოჯახის წევრებთან კონტაქტი აეკრძალა.მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც კარტერის ხანგრძლივი პატიმრობა, ისე ახალი გენეტიკური მტკიცებულებები.ოლეზენის ოჯახი მის გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ახალი DNA-შედეგები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კარტერი მკვლელობაში უდანაშაულოა. ოჯახისთვის ეს საქმე ოთხი ათწლეულის შემდეგ კვლავ გაურკვევლობისა და მძიმე ემოციური განცდების წყაროდ რჩება.კარტერი კი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ციხიდან გამოვიდა — ხელში თავისი ნივთებით სავსე ურიკა ეჭირა. მისი ადვოკატების თქმით, ამ ნივთებში შედიოდა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი იურიდიული დოკუმენტებიც, რომლებიც კარტერის მცდელობებს ასახავს, დაემტკიცებინა, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია.სასამართლო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულაკარტერის გათავისუფლება საქმის დასასრულს არ ნიშნავს.ახალი სასამართლო პროცესი 2027 წლის ივლისშია დაგეგმილი და რვა კვირამდე გაგრძელება იგეგმება. ამასთან, პროკურატურამ უკვე მოხსნა სიკვდილით დასჯის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებების ფონზე საქმეს ხელახლა აფასებს. ნოემბერში კი დაგეგმილია დამატებითი სასამართლო განხილვა, რომლის ფარგლებშიც საქმის შემდგომი ბედი უნდა გაირკვეს.ამრიგად, დუგლას კარტერის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა: მამაკაცი, რომელმაც 41 წელი გაატარა პატიმრობაში, მათ შორის ათწლეულები სიკვდილით დასჯის მოლოდინში, ახლა თავისუფალია, თუმცა სასამართლო პროცესი წინ ელის.დნმ-მა  დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ კვალს ვერ დაუკავშირა, მაგრამ საბოლოო პასუხი იმაზე, რა მოხდა ევა ოლეზენის მკვლელობის დღეს და ვინ არის პასუხისმგებელი მის სიკვდილზე, სასამართლოსა და გამოძიების წინაშე კვლავ ღია საკითხად რჩება.

ვითარებაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

სამართალი • 1790664667

რობაქიძის უნივერსიტეტთან, მესამე კურსელი ბიჭის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕