მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
1795093882
იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა - ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და დადგინდეს, რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში, - წერს საიას ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
ის ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში გაზის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, „თბილისიენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატური შემოწმების ვალდებულება. ამიტომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება.
„იმედია სწრაფად მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ყველა დაზარალებულის გამოყვანა. ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უსაფრთხოების საბაზისო პირობები არ არის ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და დადგინდეს, რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი და ვისი პასუხისმგებლობაა ამაში. მოვისმინეთ „თბილისიენერჯის“ წარმომადგენლის განმარტებაც, რომ იმ ბინაში, სადაც, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდებოდა წინა პერიოდში. „თბილისიენერჯი“ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, მას სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების და სისტემატური შემოწმების ვალდებულება. ამიტომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, როგორ სრულდებოდა ეს ვალდებულება“, - წერს ქურდოვანიძე.
„თბილისიენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, კომპანიაში აღრიცხულია, როგორც დაკეტილი და არ დასტურდება მოხმარება. როგორც ის აღნიშნავს, სავარაუდოდ, მისამართზე პერიოდულად შედიოდნენ ხოლმე ადამიანები და ამ წლის განმავლობაში მათთან ხარჯი არ დასტურდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი ადამიანის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
შშმ პირის ინფორმაციით, ის გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.