შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება • 1792502750

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი. მათ ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე.საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა ახალი საბაკალავრო პროგრამის კონცეფცია, სწავლების ძირითადი მიმართულებები, მიღების პირობები და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და აკადემიურ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე. ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპოლიციო განათლების განვითარების, პროფესიონალი კადრების მომზადებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით.ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ

საზოგადოება • 1792137431

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა.ღონისძიებას სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად მიმართულებებსა და უწყების პრიორიტეტებს.ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია უწყების საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 96 ახალგაზრდა შეირჩა. სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირებას 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1791543742

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უკვე 11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს, პირველ კალათას ინარჩუნებს, რაც ქვეყანაში არსებულ ეფექტურ პრევენციულ, საგამოძიებო და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე მიუთითებს.განცხადებაში ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის წარმატებული საქმიანობა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ეფექტური მუშაობა.უწყება პირობას დებს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს და ქვეყანა პირველ პოზიციას შეინარჩუნებს."ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს ყველა ის მექანიზმი და ეფექტური საშუალება, რათა ვებრძოლოთ ტრეფიკინგის და ნებისმიერი მსგავსი ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და აღკვეთილი.ანგარიშის თანახმად, დეტალურად არის შეფასებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ეფექტური საქმიანობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობა.უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის პრევენციული ღონისძიებები, რასაც კონკრეტული რისკ-ჯგუფების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს, ასევე საუბარია მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით და ეფექტურად არის შეფასებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს.უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სხვადასხვა დანაყოფები მომავალშიც ეფექტურად გააგრძელებენ ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა შეინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და ადგილს პირველ კალათაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

შსს

სამართალი • 1790145905

შსს-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.ინფორამაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1789557593

ალექსანდრე დარახველიძე ფილფანის განცხადებაზე: განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - მის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციურია

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა სიცრუე თქვა.„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული", - აღნიშნა დარახველიძემ.ცნობისთვის, ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია, მის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის - გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც.

ქორწინება

სამართალი • 1788792050

საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი გახდა - შს მინისტრის მოადგილის განმარტება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1788789309

ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

სამართალი • 1788266524

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკეს.

დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საზოგადოება • 1788266352

თურქეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი, მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე.საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1787741104

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1785599419

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია:"უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 73%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7%-იან ზრდას წარმოადგენს.უნდა აღინიშნოს, რომ გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი და თითქმის 5000-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საიდანაც 1000-მდე პირი სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ნარკოტიკების რეალიზაციაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.

თამაზაშვილი

სამართალი • 1785569188

შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

✕