1792094214
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიებას სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად მიმართულებებსა და უწყების პრიორიტეტებს.
ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია უწყების საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 96 ახალგაზრდა შეირჩა. სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირებას 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.








