საზოგადოება • 1761851455
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა. - ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?- ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.გადავეკვეთეთ ერთამნეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.- როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე...- სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა... იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ... პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).- მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?- კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა...- როგორი ურთიერთობა აქვს შენს შვილთან, ნატალისთან?- სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი შვილი ნომერ პირველი იქნება. ნატალისთან რომ ჰქონოდა კარგი დამოკიდებულება, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმდენად გახსნილი, თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ხანდახან მგონია, ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ეს არის-მეთქი. ჩემს შვილს ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს...- მას თუ ჰყავს შვილი?- მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.- რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?- დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან - წელიწადი და 2 თვეა გასული... - ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემოტრიალდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. რაც მთავარია, გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მართლა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.- აქტიურად გადევნებდა „პრაიმ ჰაუსში“ თვალს, გგულშემატკივრობდა?- სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, ერთადერთი, რის გამოც ვუყურებდი მაგ პროექტს, შენ იყავიო. სულ გულში მქონდა ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ჩემი გახდებოდიო. - სხვადასხვა ჭორს გიგორებენ... - ამბობენ, რომ ცოტა დრო გავა და მომკლავს, კესარია აბრამიძის გზას გავუყვები. ეტყობა, თვითონ არიან მოძალადეები. რატომ უნდა მომკლას ადამიანმა, რომელსაც ვუყვარვარ? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი დაჩაგვრა და ცემა? ჩემი საყვარელი ადამიანი ქალებს არ ურტყამს...- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად ეხმაურებიან თქვენს ურთიერთობას და ღვარძლიან კომენტარებს წერენ?- ვინც ცუდ კომენტარებს გვიწერს, გვწყევლის და ცუდ აზრებს ავრცელებს ჩვენს მიმართ, ვეტყვი, რომ დეპეშა აღარ მიდის, თქვენი სიტყვები რომ მოდიოდეს ჩვენამდე (იცინის).























