ივანე ჩხაიძე

ჯანდაცვა 1674405000

„ეს უკვე სულ სხვა კატეგორიაა, აქ უკვე ექიმის ჩარევაა საჭირო...“ - ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს, გრიპის ვირუსს და რა დროს ხდება ანტიბიოტიკის ჩარევა პროცესში? - ამ საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს და შემთხვევების რიცხვმაც იმატა.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მოსახლეობას, ასევე,  ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება რისკჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.„48კვირის მონაცემებით, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და რინოვირუსი ცირკულირებდა, თანდათან დაიწყო მატება გრიპის ვირუსმა, ეს მოსალოდნელი იყო. დეკემბერ-იანვარი არის, გრიპისთვის დამახასიათებელი აქტიურობის პერიოდი. გრიპის ვირუსმა მოიმატა, ვიცით, რომ გრიპი არის უპირატესი, ჯამური მაჩვენებელი 39%-ია გრიპის ვირუსით გამოწვეული და მათ შორის, უპირატესია ჰონკონგის ვირუსი.სიხშირით მეორე ადგილზეა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, შემდეგ ამას მოჰყვება რინოვირუსი და არსად არ გამქრალა კორონავირუსი. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, როგორც დარჩა ამ წელს ისე დარჩება სხვა წლებშიც, უნდა შევეგუოთ, რომ ეს იქნება ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი.ერთი რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველა ვირუსულ ინფექციას ერთი საერთო ქოლგა აქვს - მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ  მათთვის 2 დამახასიათებელი ნიშანი - ცხელება და სასუნთქი სისტემის დაზიანება, რომელიც უპირატესად ხველაში გამოიხატება ყოველთვის აღინიშნება, ეს არის - რესპირატორულ სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპი თუ კორონა, ცხელება და ხველება ყველას ახასიათებს.კორონავირუსის ახალ მუტაციას არ ახასიათებს:✔️ მძიმე მიმდინარეობა✔️ მაღალი ტემპერატურა✔️ ფილტვების ანთებაკრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს:✔️ ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება✔️ დაბალი ტემპერატურა✔️ ადვილად გადამდებლობარა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტებაგრიპის ვირუსს ახასიათებს:✔️ მაღალი ტემპერატურა✔️ ძლიერი სისუსტე✔️ ყელის ძლიერი ტკივილი✔️ თავის ტკივილი✔️ ხველა✔️ ფილტვების ანთება3 დღე შეგიძლიათ მართოთ ტემპერატურა ბინაზე თუ, რა თქმა უნდა, ტემპერატურა ემორჩილება სიცხის დამწევს. ყოველ 6 საათში ერთხელ თუ დაგჭირდათ მედიკამენტის მიცემა დაავადების დასაწყისში ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა არის, მაგრამ ემორჩილება დამწევს, ეს კარგია იმიტომ, რომ არსებობს ტემპერატურის სხვა ტიპიც, როდესაც დაუმორჩილებელ ცხელებასთან გვაქვს საქმე, მივეცით დამწევი 2 საათი გავიდა, ტემპერატურა ისევ მაღალია,  ეს უკვე სულ სხვა კატეგორიაა, აქ უკვე ექიმის ჩარევაა საჭირო.კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა განსაკუთებით ხაზს ვუსვამთ ეს არის - უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა. ფილტვების ანთებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია - გახშირებული სუნთქვა. ეცადეთ ტემპერატურის კვალდაკვალ გაზარდოთ მიცემული სითხის რაოდენობა. ეს სითხე უნდა იყოს ბავშვისათვის სასურველი, არაფერი არ უნდა დააძალოთ. არ მისცეთ ტკბილი და გაზირებული სასმელი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.რა დროს და როდიდან ხდება ანტიბიოტიკის ჩარევა პროცესში?„მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა, მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც  ყველაზე გავრცელებული შეცდომა. ამ შეცდომის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 30-40%-ია. აშშ-ის ერთ-ერთ კერძო სადაზღვევო კვლევის მონაცემებით 41%-ში არასწორად იყო ანტიბიოტიკი დანიშნული ვირუსი ინფექციების დროს ბავშვებში.არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა რაიმეთი ამსუბუქებს პროცესს, ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, ტემპერატურის ინტენსივობას თუ ა.შ. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკის დანიშვნასთან დაკავშირებით არის კვალიფიციური ექიმის მისაღები გადაწყვეტილება, თან არამხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე, არამხოლოდ დაავადების ხანგრძლივობაზე, არამედ გარკვეულ კვლებზე დაყრდნობით.გამონაკლისია, თუ ფილტვების ანთებაა - ვიწყებთ ანტიბიოტიკს. იქ ჩვენ არ ვეძებთ ეს ანთება გამოწვეულია - ვირუსით თუ ბაქტერიით“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა თუ როდის და რა ტიპის წამალი უნდა მიიღოს გრიპის ვირუსით დაავადებულმა ადამიანმა ხველებისას.„არ არსებობს არცერთი პუბლიკაცია, არცერთი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ხველის სიმპტომის გამოჩენისთანავე, რომელიმე მედიკამენტი შეიძლება, იყოს ეფექტური, ან ხველის დამთრგუნველი ან ამოსახველებელი. ხველა გახლავთ თანამდევი პროცესი ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენება საჭირო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესპირაციული ვირუსული ინფექციით გამოწვეული პრობლემა გაგირთულდათ - ბრონქიტით. ისიც თუ ეს ხველა არის, შემაწუხებელი, იწვევს ძილის დარღვევას და ასევე,  კვების პროცესის დარღვევას ბავშვებში. აქაც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მედიკამენტი დანიშნოს - ამოსახველებელი თუ დამთრგუნველი.თუ თქვენ გაქვთ ბრონქიტი ან გაციება მედიკამენტი - არა, გამოიყენეთ ხველის დამთრგუნველი [ხველის შემამსუბუქებელი] და ყელის დამარბილებელი უსაფრთხო საშუალება“, - აღნიშნავს ჩხაიძე. 

ვირუსი

ჯანდაცვა 1673462544

„ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, დიარეა...“ - როგორ მიმდინარეობს „ღორის გრიპი“ და „ჰონკონგის ვირუსი“

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით საზოგადოებაში  არსებულ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს.რამდენი სახის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში და როგორია მათი მიმდინარეობა?- ზოგადად ცივი სეზონი, ზამთარი - გაზაფხული გამოირჩევა რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებით. წლევანდელი წელიც არ არის ამ კუთხით გამორჩეული, პირიქით საკმაოდ მატება თითქმის ყველა რესპირაციული ინფექციის, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა წინა ორ წელთან შედარებით. საკმაოდ ბევრი გვაქვს გრიპის შემთხვევები. როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ძირითადად A გრიპის ვირუსი ორი ტიპის ცირკულირებს: H3N2(ე.წ ჰონკონგის ვირუსი) და H1N1 (ე.წ ღორის გრიპი). ამას დამატებული გვხვდება სხვა გრიპის მსგავსი რესპირაციული ვირუსები: პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვ.ბოლო ორი თვის სტატისტიკას თუ ავიღებთ, კორონავირუსის მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება, ყველაზე უფრო საყურადღებო ამ ეტაპზე არის გრიპის შემთხვევები. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ინფექციებს დაახლოებით აქვთ მსგავსი სიმპტომები: ზემო სასუნთქი გზების დაზიანება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სურდო, გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურის მატება, ასევე სახსრების ტკივილი და საერთო სისუსტე. დაჩირქებული ცხვირ-ხახა მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის გართულებაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს პაციენტს და ხელს შეუწყობს დაავადების კიდევ უფრო გართულება აიცილონ თავიდან. ბავშვებში ძალიან ხშირია ხოლმე მუცლის ტკივილი და დიარეა. ყველაზე მეტად სიმპტომების სიმძიმე დამახასიათებელია გრიპისთვის, ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს მაღალი, 38-ზე მეტი ტემპერატურა და ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი, ეს გამოწვეულია ხოლმე გრიპით ან გარკვეულ შემთხვევებში, კოვიდით. შესაძლებელია თუ არა, რომ სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთობლივად მიმდინარეობდეს ორგანიზმში?- თეორიულად შესაძლებელია, რომ ორივე ვირუსით ერთობლივად დავინფიცირდეთ, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია ძალიან. უფრო ხშირია, როცა ერთს გადაიტანს პაციენტი, იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული და შემდეგ ემართება მეორე.როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის გართულების შემთხვევაში?- გრიპს ახასიათებს ბაქტერიული ინფექციის გართულებები. თუ პაციენტს აქვს სინუსიტები, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, იმისათვის, რომ გამოირიცხოს სინუსიტი, ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. ასევე, გრიპი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით, პნევმონიით.თუკი ნახველი ან ცხვირიდან ჩამონადენი მომწვანო-მოყვითალო ფერის არის, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი გრიპის გართულებაზე, ბაქტერიულ ინფექციაზე. ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ შესაბამისი კვალიფიციური კვლევები და მკურნალობა. როგორ უნდა ვმართოთ ვირუსი სახლის პირობებში?- პირველ რიგში, უნდა ავიღოთ ცხვირ-ხახის ნაცხი, ჩავიტაროთ ტესტირება კოვიდზე და გრიპზე. განსაკუთრებით რისკ ჯგუფების შემთხვევებში.რჩევები რესპირაციული ვირუსების ბინაზე მართვის შემთხვევაში ყველასთვის არის ერთი: ოთახის ხშირი განიავება, მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა არა სრული უმოძრაობა, კვების რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი, მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევების გამოყენება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად და დიდი დოზით არ გამოვიყენოთ. ძლიერი სისუსტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და მისი პრევენცია მოვახდინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსებს შემაწუხებელი სიმპტომები აქვს, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით მთავრდება. რა რეკომენდაციის გაცემა შეგიძლიათ მშობლებისთვის ?ბავშვებში, როგორც წესი, დაავადება, შესაძლოა, უფრო აგრესიულად მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით კი, ტემპერატურა გახანგრძლივდეს და სახლის პირობებში სიცხის მართვა არის ცოტა რთული. თუ შეხედავს მშობელი, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ სიცხის დამწევ საშუალებებს არ ექვემდებარება ტემპერატურა, ბავშვი არის სუსტად არ და იღებს საკვებს, სითხეს, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ჩავრთოთ ექიმი პედიატრი და დროულად გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა. 

ჩხაიძე

ჯანდაცვა 1672829460

საქართველოში ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში  H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს.„ჩვენ ხშირად ვამბობთ, თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის, შესაბამისად, ახლა ამ პერიოდში ვართ. ეს მცირედი მატება ლოგიკური და ახსნადია. ანგარიშით ნათლად ჩანს, რომ ძირითადი ვირუსი ეს არის გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაშში შეადგენს 50 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძირითადად სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის ვირუსი ე.წ. ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.მისივე თქმით, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსად არ გამქრალა კორონავირუსი.„შესაძლებელია, კორონავირუსი გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსი. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე დასტურდება. შესაძლებელია, ჩვენ პანდემიის დასასრული, 2023 წელს მოვისმინოთ ჯანმოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება, ის იქნება, ჩვენ მას შევეჩვევით, ყოველწლიურად ალბათ, შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით.წლევანდელი წელი ამ მხრივ შეიძლება, იყოს გამორჩეული და შეიძლება, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ვირუსებს შორის ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წამყვანი. თუ გრიპს და კორონავირუსს შეადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი, ვიდრე კორონავირუსი, პანდემიის წლებში ასე არ იყო. კორონავირუსის პანდემიამ, რადიკალურად შეცვალა სეზონურობის განმარტება, რადგან ჩვენ 2022 წელს გვქონდა, არაერთი, არამედ ორი პიკი. განსხვავებით კორონავირუსისგან გრიპი ცირკულირებს უფრო ბავშვებში. კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გრიპი

ჯანდაცვა 1670273612

მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია - კიდევ რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ ჰონკონგის ვირუსი და რას ურჩევენ ექიმები მოსახლეობას

ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, - ეს ე.წ ჰონკონგის ტიპის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. გართულებულ შემთხვევაში ვითარდება ფილტვების ანთება და მწვავე ბრონქიტი.ექიმები სეზონური გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბერსა და იანვარში ელოდებიან.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საერთაშორისო მონაცემების საფუძველზე არ გამორიცხავს, რომ ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღოს.ექიმი საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, როგორც ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებაზე."დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დეკემბერი - იანვარი ქვეყანაში არის სწორედ ის პერიოდი, როცა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების რაოდენობა პიკს აღწევს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყოს სწორედ დეკემბრის თვეში. ამიტომ, ხაზს ვუსვამ ვაქცინაციის მნიშვნელობას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.გაზრდილი სტატისტიკა უკვე კლინიკებზეც აისახა. მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე გავრცელებულ ადენო და რინო ვირუსებს გაუტოლდა.,,ძირითადად ცირკულირებს სამი სახის ვირუსი, ეს არის ერეს ვირუსი, არის გრიპის ვირუსები და როტა ვირუსები. აქამდე სჭარბობდა რესპირატორული ვირუსი, უკვე დაეწია და ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის გაასწრებს გრიპის ვირუსი", - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი.გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, კლინიკების ნაწილი ისევ კარანტინის რეჟიმზეა.,,კარანტინი პრაქტიკულად არ გაგვიუქმებია. ჩვენ კლინიკის ინფექციურ განყოფილებაში მნახველებს არ ვუშვებთ. ვცდილობთ ჩვენ თვითონ მოვახდინოთ პაციენტების მოვლაც კვებაც და ყველაფერი", - ამბობს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე.,,ნიღაბი იცავს, არა მარტო კორონავირუსული ინფექციისგან, არამედ, ნებისმიერი სხვა, აირწვეთოვანი, გადამდები რესპირატორული ვირუსებისგან. რადგანაც აღარ გვიკეთია ნიღაბი, რასაკვირველია, შემთხვევები იმატებს. ამასთან, თუ ბავშვს ან მოზრდილს, აქვს ცხელება, ის არის გადამდები პირველი ხუთი დღე მაინც. თუ ისინი წავლენ, ბაღში, სამსახურში და არ მოერიდებიან გარშემომყოფებს, რა საკვირველია, გავრცელდება ვირუსი და მისი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს", - ამბობს ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი მაია ჩხაიძე.საქართველოში - A ტიპის - H3N2 ე.წ ჰონკონგის ვირუსია დომინანტი. გრიპის შემთხვევების გავრცელების ტენდენცია თებერვლამდე გაგრძელდება.

tengiz cercvadze

ჯანდაცვა 1669407614

რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით

საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშის ზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „ბევრი სვამს კითხვას, ჰონკონგის ვირუსი ან რინოვირუსი ან რესპირაციული ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ეს ნიშნავს ერთს, რომ კორონავირუსი იმართება ძალიან კარგად და ჩვენ მას მოვერიეთ. მაინც კორონავირუსი რჩება პოტენციურად უფრო საშიშად, მაგრამ პრაქტიკულად მათ შორის სიმძიმეში განსხვავება წაიშალა. ეს რომ მესმის მიხარია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშია, ისინი ჩვეულებრივად საშიშია, როგორც იყო, კორონავირუსი აღარაა საშიში, ჩვენ მოვერიეთ კორონავირუსს და ეს არის ძალიან კარგი დამადასტურებელი არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშის ზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად.კოვიდპანდემიის მიმართ საქართველოში ძალიან კარგმა სიტუაციამ გააჩინა ერთგვარი არასწორი შეხედულება მოსახლეობაში, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა ან მთავრდება, არა! ჯერ საქართველოშიც არ დამთავრებულა მთლიანად, მაინც არის ყოველდღიურად 100-იდან 500-მდე შემთხვევა და ძალიან მცირე, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევებიც. მაგრამ მსოფლიოში ასე არაა, ყოველდღიურად ფიქსირდება 300-400 ათასი შემთხვევა და 1000-1500 გარდაცვალება. მკვეთრად მოიკლო ინტენსივობამ, პიკიდან გამოსული ვართ, ბოლო პერიოდში სტაბილურია, მაგრამ ჯერ დამთავრების პირი არ უჩანს, პირიქით, ბოლო პერიოდში, საერთო კლების ფონზე შეინიშნა რიგ ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკაში და განსაკუთრებით იაპონიაში მატება. გუშინ იაპონიაში იყო 60 ათასი ახალი შემთხვევა. როგორ შეიძლება დამთავრებაზე ლაპარაკი, როდესაც ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში კოვიდის მართვაში, იყო 60 ათასი შემთხვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.