გურამ გორელიშვილ

საზოგადოება • 1792140483

გურამ გორელიშვილმა თავისი პირადი არქივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, ომის ვეტერან გურამ გორელიშვილს, საქართველოს პირველი არხის ყოფილ ხელმძღვანელობასა და უფროსი თაობის ჟურნალისტებს უმასპინძლა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.შეხვედრის მიზანი გახლდათ გურამ გორელიშვილის გადაწყვეტილება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის გადაეცა მისი პირადი არქივი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების, მებრძოლებისა და იმდროინდელი მოვლენების შესახებ უნიკალურ მასალას მოიცავს.კობა კობალაძემ, გურამ გორელიშვილს, ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და ქართული ჟურნალისტიკის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა; მან მადლიერება გამოხატა პირველი არხის ხელმძღვანელებისა და თითოეული ჟურნალისტის მიმართ:’’ჩემთვის ძალიან ემოციურია თქვენთან შეხვედრა, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა ის უნიკალური კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრებს კიდევ ერთხელ გვახსენებს. მომავალი თაობები ყოველთვის იამაყებენ თქვენით, ვინც წვეთ-წვეთად ქმნიდით ჩვენი ქვეყნის მტკივნეული და ამავე დროს, გმირული წარსულის მატიანეს. დღეიდან, ეს უნიკალური არქივი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას. გულწრფელი მადლობა ბატონ გურამს, აწგარდაცვლილ ჯანო ინაძეს, რომელიც ბატონ გურამთან ერთად ქმნიდა ამ უნიკალურ კადრებს და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, -განაცხადა კობა კობალაძემ.საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქართული ჟურნალისტიკის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გურამ გორელიშვილს, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. ჯილდოები, მას, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, გიორგი მამაცაშვილმა გადასცა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე (1992), საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,ომის ვეტერანი არჩილ გოგელია, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ომის ვეტერანი გოჩა ხუნდაძე, პირველი არხის ვეტერანი თანამშრომლები, გურამ გორელიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები.გურამ გორელიშვილი, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის’“ სპეციალური კორესპონდენტი გახლდათ აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების დროს. მას, 16 ოქტომბერს, 76 წელი შეუსრულდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ბატონ გურამს იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს.

პოლიტიკოსი

პოლიტიკა • 1790953301

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

 მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოება • 1790952948

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკრო სადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1790689643

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას ასევე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დაესწრო.„დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრისას დარგობრივ პროფესიულ საკითხებზე და მრჩეველთა საბჭოში მათი საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ინფორმირებულები და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საინტერესო ხედვები და მოსაზრებები აქვთ. შეხვედრაზე შემდგომი კომუნიკაციის მიმართულებებზე შევთანხმდით, რათა მათი აქტივობების სწორი კოორდინაცია მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სასამართლო

სამართალი • 1790348150

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ.ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუნდაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა • 1788091776

იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გამოიყენეს ძალიან ცუდად და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს დანაშაული და დღეს თავისუფალნი არიან - დიმიტრი ხუნდაძე

„იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გამოიყენეს ძალიან ცუდად და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს საკუთარი დანაშაული და პრეზიდენტმაც მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო აღიარებული დანაშაული - შეწყალებულად", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების შესახებ განაცხადა.ხუნდაძის თქმით, ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა სუბიექტების პოლიტიკური მიზნებისთვის იყვნენ გამოყენებულნი."მათი მიზანი, ვერ იქნა თავის დროზე მიღწეული, რომ მოეხდინათ გადატრიალება, რიგით მეოთხე თუ მეხუთე რევოლუცია, მაგრამ ეს მსხვერპლი, რომელიც მაშინ საკუთარი გუნდიდან გაიღეს, მათ სარგებელზე იყო მორგებული.სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გაკვალული გზა.იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გამოიყენეს ძალიან ცუდად და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს საკუთარი დანაშაული და პრეზიდენტმაც მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო აღიარებული დანაშაული - შეწყალებულად გამოაცხადა და ისინი დღეს, საბედნიეროდ, არიან თავისუფალნი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გივი მიქანაძე

განათლება • 1787738768

გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1, სოფელ სიონისა და თიანეთის N1 საჯარო სკოლებს.საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური  და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.

მცხეთა

საზოგადოება • 1787221805

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა და სამუშაოების პროგრესსა და ტემპს გაეცნო.ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.„ასევე შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი. გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.

სოხაძე

საზოგადოება • 1787221720

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა და სამუშაოების პროგრესსა და ტემპს გაეცნო.ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.„ასევე შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი.  გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა • 1783503879

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს.მისი თქმით, ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.„დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა.საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპების შესაბამისად წარმართავს.მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი მრავალმხრივი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობაა.ჩვენი რეგიონი არაერთი უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე დგას. სიფრთხილე გარდაუვალია. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი ეროვნული პოზიციით, ეროვნული იდენტობის დაცვითა და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა • 1783329083

დიმიტრი ხუნდაძე: ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.ხუნდაძის თქმით, ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი ექნება, ხოლო დანარჩენ ნაწილში მონაწილეობას, კერძო ინვესტორები მიიღებენ.ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.სახელმწიფო ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ქვეყნის განვითარების უფრო ფართო მიზნებს დაუკავშირებს.პორტი უკავშირდება ეკონომიკურ და სატრანსპორტო უსაფრთხოებას და სახელმწიფო მის დაცვას უკეთ განახორციელებს.ის იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. რაც მთავარია, ის იქნება საქართველოს ინტერესების დამცველი ქართული პორტი,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ხალხის ძალა

პოლიტიკა • 1780844660

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერებმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში „ხალხი ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.მედიასთან საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გაეცნენ მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და დასაქმება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მოსმენისას პარლამენტში, ამ აქტუალურ საკითხებზე არაერთ "ხალხის ძალის" წევრები არაერთ შეკითხვას გააჟღერებენ: „ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ სამეგრელოს რეგონი.შეხვედრები გვქონდა როგორც მოსახლეობასთან, ისე ჩვენს წარმომადგენლებთან საკრებულოებში. ფაქტობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ფრაქცია, ზოგან მინიმუმ 3 ადამიანი, ზოგან 4-6. ისინი მართლაც გავლენიანი ადამიანები, პატრიოტები და თავიანთი ქვეყნისათვის მებრძოლები არიან. გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის და უკვე შემდეგ კვირაში, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლისას გავაჟღერებთ არაერთ კითხვას. აქაა ლაპარაკი როგორც გარკვეულ მუნიციპალურ პრობლემებსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ასევე დასაქმების თემაზეც და ამას მივაქცევთ ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას" - განაცხადა სოზარ სუბარმა.მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან იზრდება „ხალხის ძალის“ მიმართ ინტერესი, შესაბამისად, პარტია აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებასა და 2028 წლის არჩევნებისთვის მომზადებას:„გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ დასაქმების საკითხები და ამას მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.        

✕