სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთი

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 7:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს. ხმის უფლება თითქმის 6.5 მილიონ მოქალაქეს აქვს, ხოლო კენჭისყრა 8 ათასზე მეტ უბანზე მიმდინარეობს. საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 100 ათასზე ცოტა მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ბელგრადისა და ნოვი-სადის საარჩევნო უბნებზე დილის 7 საათზე, კენჭისყრის დაწყებამდე, რიგები წარმოიქმნა.

არჩევნებში 18 საარჩევნო სია მონაწილეობს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, არჩევნები ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბულ პროგრესულ პარტიასა“ (რომელმაც ის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წამოაყენა) და ახალგაზრდობის მიერ მხარდაჭერილ „სტუდენტურ სიას“ შორის დაპირისპირება იქნება.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 9 სექტემბერს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გამოაცხადა. სექტემბრის ბოლოს ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ თითქმის ორწლიანი სტუდენტური დემონსტრაციები უძღოდა. პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამოშლის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვამ გამოიწვია. მას შემდეგ სტუდენტებმა საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოიპოვეს.

✕