ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1722024400

„ჯერ ძალიან ადრე იყო იმიერში მოლოცვა...“ - ხვიჩა ხოჯავა 29 წლის გახდებოდა

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა. მეგობრები და ახლობლები მას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან:„მიწაში ხვდები დაბადების დღეს... 26 ივლისს 29 წლის შესრულდებოდი.  მარადისობა ხარ... ჩემო ანგელოზო... როგორ მტკივა შენი სახელიც კი... ჩემო თბილო, ტკბილო და სიცოცხლით სავსევ, ჩემო ხვიჩა, ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩემო ძვირფასო ადამიანო! ყველას რომ შეძლებოდა ისეთი სიყვარული, როგორიც შენ, სამყარო მუდამ მზესავით თბილი და ნათელი იქნებოდა...“ - წერს შოთო სიხარულიძე.„რა საოცარი და უმოწყალოა ის ერთი ცხოვრება, რომელიც მაქვს... 13 დღეა გაოგნებული, გაყინული, გაბრაზებული დავდივარ... ვუყურებ თქვენს სურათებს და... ვსვამ კითხვებს, მაგრამ პასუხი არსაიდანაა... პასუხი ერთია, უნდა დაბლოკო ყველაფერი, რაც ამქვეყნიური რეალობაა და ვიცხოვროთ თქვენი იმქვეყნიური ცხოვრებით... გიყურებთ და ვფიქრობ,  დღეს ისევ ერთად ხვდებით შენს იუბილეს, ხვიჩა...გილოცავ ჩემო ბიჭო, უფალს ებარებოდე... უყვარხართ თამუნას დაფლეთილ გულში... შეხვედრამდე (როგორც შენ იტყოდი) ჩემო სიცოცხლე“.„დაბადების დღეს გილოცავ, ხვიჩა, იმიერში. სამარადისო სასუფეველი შენს ულამაზეს სულს... როგორ მენანები ასეთი პატარა და ახალგაზრდა, რა უსამართლოა ცხოვრება ზოგჯერ!!!“ - წერენ სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, მომღერალი 13 ივლისს გარდაიცვალა.გარდაცვალების მიზეზი მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმა გახდა.

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1721990849

„რა უსამართლო ხარ სამყაროვ! რამდენჯერ უნდა მოვკვდე ერთ ცხოვრებაში…” – ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა

ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა. თარიღს სოციალურ ქსელში მისი ნათესავი მაცაცო ხოჯავა ეხმიანება.„ხვიჩა ხოჯავა! რა მრავლისმეტყველია ეს სიტყვა ჩემთვის. ვიგონებ მათ და თვალწინ მიელვებს სამწუხაროდ უკვე ერთსახელდაგვარად ქცეული, ერთი ტრაგიკული ბედის მოზიარე ჩემი უსაყვარლესი ბიძა-დისშვილის ცხოვრების ისტორია… ხვიჩა ხოჯავა! – ეს არის მთელი ჩემი უტკბილესი ბავშვობა, სისხლის ყივილი, აუწონავი, უანგარო სიყვარული იმ ძვირფასი და საფიცარი ადამიანების, რომლებიც სიყვარულის ლამაზ ზღაპართან ერთად,ადამიანობის უმაღლეს მწვერვალად მოგვევლინნენ, ცისარტყელასავით წამიერად გამოანათეს  და თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლით წარუშლელი და დაუვიწყარი ლამაზი კვალი დატოვეს ამ ცოდვილ სამყაროში….ჩემო ხვიჩუნა გილოცავ მარადისობაში პირველად მოსულ შენს იუბილეს… არადა რა დასანანია, რომ ცხოვრებამ სიცოცხლის მხოლოდ 28 წელი გაზეიმა… შენ არ იყავი ჩვენთვის მხოლოდ ახალი სიცოცხლის დაბადება, ჩვენ შენში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და დიდი ხვიჩას ცხოვრების გაგრძელებას ვხედავდით. ამიტომაც იყავი ასე ძვირფასი ყველასთვის და  განსაკუთრებული განსაკუთრებით ჩემთვის… მართლაც რომ  ბედის ირონიაა ცხოვრება, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ჩემთან იყავი და დამპირდი, რომ დღეს ისევ ჩემთან იქნებოდი და ერთად შევხვდებოდით ლაშუნას და შენს იუბილეს… ვერ ამისრულე… თუმცა გეტყვი, რომ მე მოვალ შენთან…29ხვიჩა ხოჯავა!(ებო) ჩემი მარადიული სიყვარული ხარ(თ)!….შეხვედრამდე ჩემო საფიცრებო….და მართლაც…..რა უსამართლო ხარ სამყაროვ! …..რამდენჯერ უნდა მოვკვდე ერთ ცხოვრებაში…”-წერს მაცაცო ხოჯავა.ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა 13 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა.

გია სურამელაშვილი

საზოგადოება 1721121658

VIDEO: „ამ ტკბილმა შვილმა, ასე როგორ გაგვამწარე...“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილი მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.„ვაიმე, ჩვენო ოქრო ბიჭო, გაგვყინე, ხვიჩა... ამ ტკბილმა შვილმა, ასე როგორ გაგვამწარე...“ - წერს მომღერალი.ვრცლად ↓მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1721026588

გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას ნათესავი მიმართვას ავრცელებს - „გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს“

ახალგაზრდა მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას უეცარ გარდაცვალებას მისი უამრავი მეგობარი, ახლობელი და კოლეგა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსებით ეხმიანება.ხვიჩა ხოჯავას ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მუცლის აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე სოციალურ ქსელში წერს მისი ახლობელი მაცაცაო ხოჯავაც და სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.„ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველო! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის.მაპატიეთ, თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც, არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს…ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს პოსტის დაწერა… უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს. (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე)უსაშინელესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელს ქვეყანას… გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა… არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს… გაიგეთ, შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით! ხვიჩა დაიღუპა მუცლის აორტის ანევრიზმით.P.S. სამწუხაროდ, არ მგონია იმის მარჩიელობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს და დეზინფორმაციების გავრცელება, თუ რით დაიღუპა ხვიჩა, ვიდრე ის, რომ მართლა გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“, – წერს ხვიჩა ხოჯავას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ნო

საზოგადოება 1721024221

„რამხელა ტკივილი განმიახლე, ხვიჩა... ჩემს ლაშუნიას შეუერთდი” - ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორაძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

13 ივლისს, ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმა გახდა. ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორაძის დედა, გარდაცვლილი შვილის მეგობარს, მომღერალ ხვიჩა ხოჯავას ემშვიდობება."ვაიმე ხვიჩუ სად წადი ბიჭო... ჩემ ლაშუნიას შეუერთდი, რამხელა ტკივილი განმიახლე ხვიჩაა.ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გულიმაგისთვის დამათვალიერე ერთი  კვირის წიინ? დედი ლაშუ მოვიდა ხვიჩა შენთანაა უკვე. მოგიყვება ახლა როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ მკვდარი, რომ დავდივართ დე.თქვენ მოგიკვდით მე",- წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა. 

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1720986543

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმა გახდა - ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს.„გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმაა, გაუსკდა და 3 ლიტრი სისხლი მუცელში ჩაეღვარა... ამას ტკივილი არ აქვს, მიიძინა და აღესრულა... სხვა დეზინფორმაციებს ნუ ავრცელებთ“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ხოჯავა

საზოგადოება 1720947092

„ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს, მალევე სროლის ხმაც გაისმა... ცოცხალს ვეღარ მივუსწარით“ - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას ბიძის შესახებ

გუ­შინ, 13 ივ­ლისს ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ხვი­ჩა ხო­ჯა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა მისი მე­გობ­რე­ბი წე­რენ, რომ ხო­ჯა­ვას გული გა­უ­ჩერ­და.ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე და წარ­სულს იხ­სე­ნებს:"ადრე, 90-ია­ნებ­ში ერთი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცი და ყვე­ლა­ნა­ი­რად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი მომ­წონ­და. რო­მა­ნი არ გვქო­ნია, თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით.ხში­რად ვი­ყა­ვით ერ­თად მე­გობ­რე­ბის წრე­ში. ხვი­ჩა ხო­ჯა­ვა ერ­ქვა. მერე ერთ დღეს, როცა მე­გობ­რე­ბი მო­რიგ­ჯერ შე­ვიკ­რი­ბეთ და წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ეზოს­თან გა­მო­ვე­დით ხვი­ჩას ვი­ღაც ბი­ჭებ­მა და­უ­ძა­ხეს იქვე ქუ­ჩა­ში.გა­ვი­და და მა­ლე­ვე სრო­ლის ხმაც გა­ის­მა. ცო­ცხალს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რით. დე­ტა­ლებს აღარ მოვ­ყვე­ბი მერე რა მოხ­და. ეს საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო მა­შინ.შემ­დეგ დრო გა­ვი­და და ხვი­ჩას დას ბიჭი შე­ე­ძი­ნა. ხვი­ჩა და­არ­ქვა. მე­უღ­ლე და­ი­ყო­ლია და ასე გაჩ­ნდა კი­დევ ერთი ხვი­ჩა ხო­ჯა­ვა-მა­სა­ვით სიმ­პა­თი­უ­რი და საყ­ვა­რე­ლი...დღეს კი უკვე მე­ო­რე ხვი­ჩა ხო­ჯა­ვას სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ გა­ვი­გე...გა­მაგრდი, მა­ნა­ნა...სხვა რა უნდა ვუ­თხრა ასე­თი შვი­ლის დამ­კარ­გავ დე­დას არც ვიცი...", - წერს მაკა რაზ­მა­ძე.

ლაშა ხვიჩა

საზოგადოება 1720905435

VIDEO: სიმღერა, რომელიც ხვიჩა ხოჯავამ გარდაცვლილ მეგობარს, ლაშა წიქორიძეს მიუძღვნა

გასული წლის ივლისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ავტოავარიას ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა; გზიდან გადავარდნილი მანქანა აფეთქდა... ოთხი ბიჭი სოფელი გეგუთიდან იყო, გოგონა - ლანჩხუთიდან.ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაშა წიქორიძე იყო, რომელიც დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას მეგობარი გახლდათ... ხვიჩამ სიმღერა „მეგობარო“ სწორედ მის სულს მიუძღვნა.„ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს ძმას ლაშუნა წიქორიძეს. ჩვენი ოჯახის დიდ ტკივილს. დიდი სიყვარულით...“ - წერდა მომღერალი.

ლაშა წიქორიძე

საზოგადოება 1720904351

„ლაშა, დედი, მოვიდა ხვიჩა, შენთანაა უკვე... რამხელა ტკივილო განმიახლე...“ - რას წერს ქუთაისში, შარშან დაღუპული ლაშა წიქორიძის დედა

გასული წლის ივლისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ავტოავარიას ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა; გზიდან გადავარდნილი მანქანა აფეთქდა... ოთხი ბიჭი სოფელი გეგუთიდან იყო, გოგონა - ლანჩხუთიდან.ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაშა წიქორიძე იყო, რომელიც დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას მეგობარი გახლდათ... ლაშას დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ვაიმე, ხვიჩუ, სად წადი ბიჭო... ჩემს ლაშუნიას შეუერთდი... რამხელა ტკივილო განმიახლე, ხვიჩაა... ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გული, მაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წინ? ლაშა, დედი, ლაშუ, მოვიდა ხვიჩა, შენთანაა უკვე... მოგიყვება ახლა, როგორ ვართ უშენოდ აქ,  ცოცხალ-მკვდარი რომ დავდივართ, დე, თქვენ მოგიკვდით მე,“ - წერს თეა გუბელაძე.

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1720900466

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს შენი ბოლო ფოტო იქნებოდა...“ - რას წერდა ხვიჩა ხოჯავა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე

ახალგაზრდა მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას მოულოდნელმა გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერებაა.ცნობილია, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე მომღერლის დედა კლინიკაში  საოპერაციოდ იმყოფებოდა და შვილი მას გულშემატკივრობდა.„უკვე ყველაფერი კარგად იყო... არ მჯერა, ხვიჩა, ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს შენი ბოლო ფოტო იქნებოდა  რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული...“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.   

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1720899483

„ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა, ბიჭო...“ - ხვიჩა ხოჯავას მეგობრები გლოვობენ

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა.გარდაცვლილს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:„ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა ბიჭო, კიდევ ვერ ვიჯერებ... რა ვქნა, არ ვიცი... ვიყვირო მინდა.რატომ შემაყვარე ასე თავი, ჩემი გემრიელი ბიჭი...“„არ გვჯერა, ხვიჩა, მეგობარო... რა მხიარული, გულთბილი და უკეთილშობილესი იყავი და იქნები ჩვენს გულებში“„ვაიმე, ხვიჩა, რატომ... ვაიმე შვილო, რით ვანუგეშო დედაშენი, რატოოო...“„ვაიმე, ღმეერთო, ნეტავ ეს არ გამეგო. წაიღო თან საერთო ოცნებები და სურვილები. როგორ გიხაროდა, რამდენი ხანია, ახალი არაფერი ჩამიწერიაო და როგორ სტიმულს მაძლევო.როგორ მოგწონდა ეს ტექსტი, რომელზეც ამ დილასაც ვისაუბრეეთ და მპირდებოდი, ისეთს ავამღერებ, რომ ჯერ რომ არ მიმღერიაო. ხვიჩა, გული ძალიან მტკივა. უსაზღვროდ კარგი ადამიანი იყავი... ნათელში განისვენე. სამარადისო სასუფეველი შენს სულს ხვიჩა...“ 

ხვიჩა ხოჯავა

საზოგადოება 1720896385

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) ავრცელებს.„ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, ძმაო, რატომ, რატომ... ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, - წერს მომღერალი.დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.