„ჯერ ძალიან ადრე იყო იმიერში მოლოცვა...“ - ხვიჩა ხოჯავა 29 წლის გახდებოდა

ხვიჩა ხოჯავა

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა დღეს 29 წლის გახდებოდა. მეგობრები და ახლობლები მას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან:

„მიწაში ხვდები დაბადების დღეს... 26 ივლისს 29 წლის შესრულდებოდი.  მარადისობა ხარ... ჩემო ანგელოზო... როგორ მტკივა შენი სახელიც კი... ჩემო თბილო, ტკბილო და სიცოცხლით სავსევ, ჩემო ხვიჩა, ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩემო ძვირფასო ადამიანო! ყველას რომ შეძლებოდა ისეთი სიყვარული, როგორიც შენ, სამყარო მუდამ მზესავით თბილი და ნათელი იქნებოდა...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

„რა საოცარი და უმოწყალოა ის ერთი ცხოვრება, რომელიც მაქვს... 13 დღეა გაოგნებული, გაყინული, გაბრაზებული დავდივარ... ვუყურებ თქვენს სურათებს და... ვსვამ კითხვებს, მაგრამ პასუხი არსაიდანაა... პასუხი ერთია, უნდა დაბლოკო ყველაფერი, რაც ამქვეყნიური რეალობაა და ვიცხოვროთ თქვენი იმქვეყნიური ცხოვრებით... გიყურებთ და ვფიქრობ,  დღეს ისევ ერთად ხვდებით შენს იუბილეს, ხვიჩა...

გილოცავ ჩემო ბიჭო, უფალს ებარებოდე... უყვარხართ თამუნას დაფლეთილ გულში... შეხვედრამდე (როგორც შენ იტყოდი) ჩემო სიცოცხლე“.

„დაბადების დღეს გილოცავ, ხვიჩა, იმიერში. სამარადისო სასუფეველი შენს ულამაზეს სულს... როგორ მენანები ასეთი პატარა და ახალგაზრდა, რა უსამართლოა ცხოვრება ზოგჯერ!!!“ - წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მომღერალი 13 ივლისს გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმა გახდა.